8 ოქტომბერი – ამინდი გაუმჯობესდება და უმეტესად უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს.
9 ოქტომბერი – ზოგიერთ რაიონში კვლავ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში დღისით დაახლოებით +19 გრადუსი იქნება.
10 ოქტომბერი – ამინდი კვლავ გამოიდარებს და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დედაქალაქში ტემპერატურა +24 გრადუსამდე მოიმატებს.
11 ოქტომბერი – ქვეყნის უმეტეს ნაწილში შედარებით მშვიდი ამინდია მოსალოდნელი, ცვალებადი ღრუბლიანობით. თბილისში ჰაერი დღისით დაახლოებით +21 გრადუსამდე გათბება.
12 ოქტომბერი – ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა მნიშვნელოვანი ნალექი ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი. თბილისში ტემპერატურა დაახლოებით +22 გრადუსი იქნება.
