Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“აღენიშნება თუ არა გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ცხედრებს ძალადობის კვალი? – ოჯახის ვერსია

August 18, 2020
“აღენიშნება თუ არა გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ცხედრებს ძალადობის კვალი? – ოჯახის ვერსია

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ახლობლის ინფორმაციით, გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძის და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლის ცხედრებს ვიზუალური დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, ამიტომ ოჯახის ახლობლები უბედურ შემთხვევას განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ბაია დაბალი მოაჯირიდან მტკვარში გადავარდა და შემდეგ, მისი გადარჩენა გიორგი შალამბერიძემ სცადა. ბაია ბერუაშვილის ცხედარს ექსპერტიზის ბიუროდან თერჯოლაში, სოფელ ეწერში გადაასვენებენ, ხოლო გიორგი შალამბერიძე თბილისში, საკუთარ სახლში მიასვენეს.

ბაია წარმოშობით ქუთაისელია, ქუთაისში აქვთ საცხოვრებელი სახლი, ბოლო წლები მისი დედაც თბილისში მუშაობდა და ოჯახს თურმე გლდანში, ახალი ნაყიდი ჰქონდა ბინა.

“ბაია ძალიან მოწესრიგებული გოგო იყო, თბილი, უკარგესი ადამიანი. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, ერთი პერიოდი “ბორმენტალში” მუშაობდა ფსიქოლოგად. მერე იყო ამ ბარის თანამშრომელი, მაგრამ როგორც შევიტყვე, ბოლო დროს კომპანია “ბილაინში” მუშაობდა. იქიდან წამოსვლას აპირებდა, განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, რატომ მოდიოდა არ ვიცი, მაგრამ როგორც მითხრეს, სექტემბერში უკვე მოდიოდა სამსახურიდან. ამ ბარში ახლა მუშაობდა თუ არა, არ ვიცი. სულ ვეხუმრებოდი, მაინცდამაინც ჯავახიშვილი უნდა დაგემთავრებინა ბარში რომ გემუშავა-მეთქი. სურდა თანხა მოეგროვებინა და თავისი ბარი ჰქონოდა.

როგორც ამბობენ, იქ მეგობრის დაბადების დღეზე იყო მისული, შეიძლება ბარის ყოფილ თანამშრომელს ჰქონდა დაბადების დღე და იქ მივიდა. ერთი ის ვიცი, რომ ნარკოტიკს არასდროს გაეკარებოდა, ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი ოჯახის შვილი. განადგურებულები ვართ ამ ამბით. წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ ბაია აღარ გვყავს. გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ მასაც ყველა დადებითად ახასიათებს. რა მოხდა, არ ვიცით. როგორც ოჯახის წვერები ვარაუდობენ, სავარაუდოდ გადავარდა იქიდან, ან მიეყუდა რაღაცას და გადავარდა, შემდეგ ეტყობა ბიჭიც მისაშველებად გადავარდა. სხვა ვერსია არ გვაქვს. ის რომ ნასვამები იყვნენ, ცნობილია, ამიტომ უფრო მეტად განიხილება უბედური შემთხვევა” – ამბობს მეგობარი “კვირის პალიტრასთან”- სთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი ხანძარი ასპინძაში – რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge