პოლიციელი, რომელმაც არაერთ აქტივისტს უჩივლა, გერმანიაში თავშესაფარს ითხოვს. [საუბარია ნიკოლოზ თორდიაზე]
ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა ავრცელებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სულ რომ გერმანიაში მოუწიოს ჩასვლა, ნიკოლოზ თორდიაზე ინფორმაციას ყველას მიაწვდის.
ნახევარ ზუგდიდს რომ გვიჩივლა პატრულმა ნიკოლოზ თორდიამ, მერე თბილისელ აქტივისტებსაც რომ გადასწვდა, პოლიციიდან წასულა და გერმანიაში ითხოვს თავშესაფარს.
სულ რომ გერმანიაში მომიწიოს ჩასვლა, ნიკოლოზ თორდიაზე მივაწვდი ინფორმაციას ყველას.
ჩემი შვილის სახელის ხსენებისთვის, ჩემი შვილის დოკუმენტების, ვითომ მტკიცებულებებად სასამართლოში წარდგენისთვის, შალვა ესართიას პატიმრობისთვის, უბრალოდ არ გაგახარებ ევროპაში, რომელიც ჩვენ გვინდოდა აქ გვქონოდა საქართველოში, მათ შორის შენთვისაც და შენ გვიშლიდი ხელს, როგორც რიგითი ჭანჭიკი., – წერს სიჭინავა.
