Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას საქმიანობს მოსკოვში ასლან აბაშიძე – ქართული და რუსული მედია აჭარის ავტონომიის ყოფილ ლიდერზე

December 26, 2022
რას საქმიანობს მოსკოვში ასლან აბაშიძე – ქართული და რუსული მედია აჭარის ავტონომიის ყოფილ ლიდერზე

fortuna.ge – ს ინფორმაციით, აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი, 84 წლის ასლან აბაშიძე მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით იძებნება, მოსკოვში დაასაქმეს.

ის საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეთა ამხანაგობას ჩაუდგა სათავეში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამხანაგობას, რომელსაც ასლან აბაშიძე უხელმძღვანელებს „ლეგენდა“ ჰქვია.

ასლან აბაშიძე საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალველობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.

2006 წელს ასლან აბაშიძეს თბილისმა კიდევ უფრო ძველი ცოდვა გაუხსენა.

1991 წლის აპრილში მან საკუთარ კაბინეტში მოკლა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ იმნაძე.

აბაშიძემ იმნაძე მისი 20 წლის ქალიშვილის ნატო იმნაძის თვალწინ მოკლა.

თავიდან ამ საქმეზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, მაგრამ მერე გაჩერდა. ნოდარ იმნაძის ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ „ნაციონალებსა“ და აბაშიძეს შორის გარიგება მოხდა.

სამართლიანობისთვის ბრძოლა ნატო იმნაძემ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგაც გააგრძელა. თუმცა უშედეგოდ…

აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრება შეიძლება, ბევრ მამაკაცს შეშურდეს (თეთრი თუ შავი შურით, ამას ალბათ მნიშვნელობა არ აქვს).

ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე 2019 წელს იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.

აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია და ამჟამად 49 წლისაა.

ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.

წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა. აბაშიძის ამ „შედეგის“ გამეორებას ალბათ ბევრი ვერ შეძლებს. მსოფლიოში მსგავსი ისტორია ბევრიც არ გვაქვს.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.

ასლან აბაშიძე წითელი ცირკულარით 2004წლიდან იძებნება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge