„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, ზოგიერთ ქუჩას წყალი 13 საათით, ნაწილს 11, ნაწილს კი 7 საათით შეუწყდება.
მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 9/17/2026 10:00 დან 9/17/2026 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთაველის გამზ. N 10-42 (ლუწებს) და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩას.
საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივანი,შალიკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 9/17/2026 11:00-დან 9/17/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ირინა ენუქიძის ქუჩას, ენუქიძის 1 და 2 გასასვლელს, კუკური გოგიაშვილი და ბობ უოლშის ქუჩებს, ბობ უოლში 1 და 2 გასასვლელს.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.N140-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 9/17/2026 10:00 – დან 9/17/2026 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N138-144(ლუწი) ,ბ.ხმელნიცკი, N 48-.
