დამოუკიდებელი ექსპერტი, გალინა კარმუშინა, ნიკა გვარამიასთან საუბრისას ამბობს, რომ შაქარაშვილი წყალში ორჯერ იმყოფებოდა. მისი თქმით, გარდაცვლილი ფეხბურთელი პირველად გონზე იყო, როდესაც მდინარეში აღმოჩნდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„მე ვერ ვიტყვი ვინ ჩაიდინა დანაშაული ექსპერტიზიდან გამომდინარე, თუმცა საქმის დასკვნები საუბრობს მხოლოდ საქმის გარემოებაზე. ის პრაქტიკულად 2 ჯერ მოხვდა წყალში… ერთი, როდესაც გონზე იყო, ხოლო მეორედ, როდესაც მიიტანეს და აქ დადეს…“ – ამბობს კარმუშინა.
ცნობისთვის, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.