Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ვინ იყო და რატომ მოკლეს სახალხოდ, ქალაქის ცენტრში 27 წლის ბიჭი – შვიდი ტყვია მოხვედა, ერთი გულში

August 13, 2020
ვინ არის ახალქალაქში მოკლული 27 წლის ბიჭი, რომელსაც დარბევა და სახლების გადაწყვა მოჰყვა

ჯავახეთში, 8 აგვისტოს მომხდარი ინცინდენტის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი, სოფელ გულიკამის მკვიდრი ვართან მირანიანია. ის ახალქალაქში თანასოფლელებთან ერთად, გაბიელიანებთან შესახვედრად ჩავიდა.

გავრცელებული ვერსიით, გულიკამელებსა და ახალქალაქელებს შორის, თავდაპირველად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი ინციდენტში ხელკეტები და ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა.

როგორც ქალაქში ამბობენ, მირანიანმა სასტუმროს მეპატრონის ა.გაბრიელიანის მამა დაჭრა, რის გამოც შვილმა 27 წლის გულიკამელ მამაკაცს ესროლა. თანასოფლელების თქმით, მირანიანს შვიდი ტყვია აქვს მოხვედრილი, აქედან ერთი გულის არეში. სწორედ ის აღმოჩნდა სასიკვდილო.

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცხედარი საკუთარ სახლში გამთენიისას გადაასვენეს.

„ჩვეულებრივი ბიჭი იყო, თანასოფლელებისგან ჩხუბისთაობით არ გამოირჩეოდა. სოფელში რა უნდა ქნან ახალგაზრდებმა, სამსახური არ არის. ხან დომინოს თამაშობდნენ, ხან ყანაში მიდიოდნენ. ვართანი რამდენჯერმე რუსეთშიც იყო წასული სამუშაოდ. ახალქალაქში თანასოფლელებთან ერთად მიდიოდა, როგორც ვიცი, რამდენჯერმე ტოტალიზატორში იყვნენ“, – ამბობენ გულიკამში.

8 აგვისტოს მომხდარი ჩხუბის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო ათამდე პირმა, ვართან მირანიანის ორ მეგობარს ხელი აქვს მოტეხილი. ახალქალაქის ჰოსპიტლის დირექტორის ალექს თოროიანის განცხადებით, მათ სამედიცინო მომსახურება გაეწიათ და მალევე გაეწერნენ.

დაკავებულია გაბრიელიანების ერთ-ერთი ძმა, რომელსაც განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან, ხოლო მისი მამა თბილისში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

primetime.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დღეს თამარობაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge