ახლახანს ნიკორწმინდის ტაძრის მგალობელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ტაძრის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში აზიარებენ.
“სამძიმარი ◾️
⛪️ გარდაიცვალა ნიკორწმინდის ტაძრის მგალობელი, გულნაზი (გურგენიძე)
▪️ მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონ გულნაზის (გურგენიძე) გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და ტაძრის სამრევლოს წევრებს.
🕯იგი კომუნისტური რეჟიმის პერიოდიდან უვლიდა და პატრონობდა ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარს, ასევე გახლდათ ამავე ტაძრის მგალობელი და მედავითნე.
🕯 უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
🕯 გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად გარდაცვალებული გულნაზი (გურგენიძე)”
