Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„პარტიების აკრძალვა მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმების მცდელობაა“ – რას ამბობს გიორგი სიორიძე

October 19, 2026
„პარტიების აკრძალვა მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმების მცდელობაა“ – რას ამბობს გიორგი სიორიძე

პარტიების აკრძალვის ინიციატივა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული – ამის შესახებ გიორგი სიორიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მილიონამდე მოქალაქისთვის პოლიტიკური არჩევანის უფლების წართმევას ცდილობს. სიორიძე საქართველოს სახალხო დამცველს მოუწოდებს, პროცესში ჩაერთოს და პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურობის შესახებ სამართლებრივი დასკვნა მოამზადოს.

გიორგი სიორიძის განცხადებით, განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ისიც, რომ მმართველი პარტიის სარჩელში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკა „სახელმწიფო საბოტაჟად“ არის წარმოჩენილი. მისი თქმით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთის ინტერესებს დაექვემდებაროს, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

ივანიშვილის ანტიქართული “ქართული ოცნება” ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური არჩევანის წართმევას და მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმებას ცდილობს. პარტიების აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არ არის, ეს არის თავდასხმა მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებზე, დემოკრატიულ არჩევანსა და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგზე.

მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, არ დარჩეს ამ პროცესის მიღმა, გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და წარმოადგინოს სამართლებრივი პოზიცია. როდესაც ხელისუფლება მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის უფლებას ართმევს, სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები და თითოეული მოქალაქის თავისუფლება, უნდა დაიცვას ხალხი. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მოშლილია ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები, თითოეული სამართლებრივი და საერთაშორისო ბერკეტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ბედი საფრთხეშია. ველით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთვება ამ პროცესში და წარმოადგენს სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეაფასებს მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობასა და შესაძლო შედეგებს. თუმცა, პარტიების აკრძალვის პროცესი გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ოპოზიციური ორგანიზაციების და მათი წარმომადგენლების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა. სარჩელში მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა “სახელმწიფო საბოტაჟად” არის წარმოჩენილი. ეს ქმნის სახიფათო პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობა შეიძლება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედებად გამოცხადდეს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, რუსეთის “არგაღიზიანების პოლიტიკა” შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფაქტობრივ სავალდებულო წესად იქცეს. კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსი საქართველოს სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და მშვიდობიანი მომავლის პერსპექტივას უკავშირდება. ეს არჩევანი კი რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეფასდება იმის მიხედვით “გააღიზიანებს” თუ არა რუსეთს, 78-ე მუხლი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება, ხოლო ქვეყნის პოლიტიკაზე რეალური ვეტო მოსკოვში, კრემლში გადავა. ეს იქნება არა მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების უგულებელყოფა, არამედ საქართველოს სუვერენული უფლების ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებს დაქვემდებარება, – განაცხადა სიორიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობაა…”- გიორგი კაპანაძე
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის თემაზე კითხვა დასვა და მეორე დღეს თუკი ვინმემ ამ თემაზე პოსტი დაწერა, ყველა დაიკითხა, როცა ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირს, მამუკა მდინარაძეს, არც კი დაინტერესდნენ”- ადვოკატი
  • „პარტიების აკრძალვა მილიონი მოქალაქის პოლიტიკური ნების გაუქმების მცდელობაა“ – რას ამბობს გიორგი სიორიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge