Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

VIDEO: პოლიციელმა გლოვოს კურიერს დამცირების მიზნით გახადა და დააკავა

December 18, 2022
VIDEO: პოლიციელმა გლოვოს კურიერს დამცირების მიზნით გახადა და დააკავა

„გლოვოს“ კურიერი, ირაკლი მილაძე აცხადებს, რომ პოლიციამ უკანონდ დააკვა, დაამცირა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ მან „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში თბილისის მერს, კახა კალაძეს და პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეაგინა.

5 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში მილაძე პოლიციასაც აგინებს, კურიერებისთვის დაწერილი ჯარიმების გამო.

მილაძე ამბობს, რომ პოლიციელები მას ანგარიშსწორების მიზნით თავდაპირველად სახლთან ელოდებოდნენ, შემდეგ კი მის მოტოციკლეტს გაყვნენ დაკავების მიზნით.

“12 საათზე გამოვედი სახლიდან მოტოციკლეტით ვიყავი და დიდი დიღმის მიმართულებით წავედი.

…რამდენიმე წუთში იმ მანქანიდან, რომელიც ჩემს სახლთან იყო, გადმოდის რამდენიმე უფორმო ადამიანი. მომთხოვეს საბუთები, მივეცი პირადობა და ჩემი იდენტიფიცირება მოხდა. ამის შემდეგ მთხოვეს, რომ ჩაფხუტი მომეხსნა და მანქანაში დავმჯდარიყავი. წამიყვანეს დიღმის სამმართველოში. იქ მომთხოვეს რომ ტანაცმელი გამეხადა და ტრუსების ამარა ვიდექი და ვიდეოც გადამიღეს. იქაც მაგინებდნენ. რამდენიმე საათში ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს ე.წ. კაპეზეზე. რეალურად ეს ანგარიშსწორება იყო იმიტომ, რომ მე ღარიბაშვილის და კალაძის მისამართით შევიგინე”, – აცხადებს მილაძე „ტვ თანამგზვრთან“.

სიუჟეტის შესახებ, განცხადება გამოაქვეყნა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც.

უწყების თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

“2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირაკლი მილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა. 2022 წლის 13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ შორის საგამოძიებო ორგანო სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და აიდინტიფიცირებს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს. მიმდინარე გამოძიების პერიოდში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოქალაქე ირაკლი მილაძის ჩართულობას სისხლის სამართლის საქმეში სრულად უზრუნევლყოფს და საქმის ყველა მასალას გააცნობს. გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მივაწვდით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მილაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ ის არ ენდობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge