ვერძი
დღეს, მთავარია, პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ. კარგი გადაწყვეტილებაა, დაეკონტაქტოთ მეგობრებს, სწორედ ისინი დაგეხმარებიან სხვადასხვა სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებაში.
კურო
შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგექმნათ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. თქვენს ძალისხმევასა და ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული ამ პრობლემების დროული და მარტივი მოგვარება.
ტყუპები
შესაფერისი დროა, სწავლისა და მოგზაურობისთვის, თუმცა, ყურადღება გამოიჩინეთ საჭესთან, ასევე, სათანადო დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
კირჩხიბი
დღეს შესაძლოა, თქვენს რომელიმე ახლობელს თქვენი დახმარება და მხარდაჭერა დასჭირდეს, რასაც, პრინციპში, კარგად უნდა გაართვათ თავი. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისთვის.
ლომი
მეგობრებთან ერთად სასიამოვნო ატმოსფეროში განტვირთვა დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზეც და ურთიერთობებზეც, როგორც გარშემომყოფებთან , ასევე პარტნიორებთან.
ქალწული
დღეს მეტი ყურადღება დაუთმეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, ასევე, გარშემომყოფთა რჩევებს. მიხედეთ ჯანმრთელობას და იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.
სასწორი
კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ და, ოჯახის წევრებთან ერთად, სხვადასხვა გასართობ, ან კულტურულ ღონისძიებებს ეწვევით.
მორიელი
ელოდეთ სიურპრიზებს. მსუბუქად შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური სტილი და შეიქმენით პოზიტიური განწყობა.
მშვილდოსანი
შეიცვალეთ იმიჯი, ეცადეთ, ახლებურად შეხედოთ ძველ სიტუაციებს. ნაყოფიერი იქნება საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრები.
თხის რქა
მატერიალური და ფინანსური საკითხები გადახედვას მოითხოვს. ახლა ამისთვის შესაფერისი და აუცილებელი დროა. საღამოს განიტვირთეთ.
მერწყული
დღეს იყავით მზადყოფნაში, შესაძლოა, არაერთი სპონტანური გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი, რადგან ყოველ წვრილმანზე ღელვა შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს.
თევზები
დაასრულეთ გაჭიანურებული საქმეები, აიღეთ პასუხისმგებლობა ადრე მიცემულ დაპირებებზე. ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი.
