“მეტრონომის“ ინფორმაციით, 2 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც საკუთარი სახლში პიტბულმა დაგლიჯა, უცვლელია – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შემთხვევა გასულ კვირას, პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა ბავშვს კვებისთვის ამზადებდა, რა დროსაც ტელევიზორის ჩასართავად შებრუნდა. სწორედ ამ დროს დაესხა თავს მცირეწლოვანს ძაღლი.