გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5 გრადუსი იქნება, დღისით – 0, +5 გრადუსი.
8 დეკემბერს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს და დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს.
„თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს.
8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება“ – იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.