ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა “ჟურნალ OK”-სთან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და გაამხილა ჰყავს, თუ არა შეყვარებული:
“არა, და არც ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით, 1 კლასში რომ მიყვარდა ორი კვირით გოგო.
შემდეგ მასწავლებელმა რაღაცაზე იხუმრა ჩემთან მიმართებაში, მასაც გაეცინა და გადამიყვარდა”, – განაცხადა ბექაურმა
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლაშა ბექაურმა ტოკიოს გრანდ სლემზე იაპონელი ბეიკერი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
