Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი- მაკა ბოჭორიშვილი

October 23, 2026
14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოში, ბათუმში გაიმართა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და იგი რეგიონების დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების მკაფიო გზავნილია.

„დღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო სწრაფად იცვლება, საქართველოსა და ცენტრალური აზიის როლი სულ უფრო იზრდება, ჩვენი რეგიონები ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შეგვიძლია, გავაძლიეროთ რეგიონული კავშირები, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის სწორედ იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო არსებობს.

„ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, საერთო ეკონომიკური ინტერესები, ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანი და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ შუა დერეფნის განვითარება. ეს მარშრუტი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და, შავის ზღვის გავლით, ევროპას აკავშირებს, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში და შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი პოლიტიკური ნება, რისი გამოვლინებაც იყო სწორედ დღევანდელი შეხვედრა.

ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ეკონომიკით და ტრანსპორტით არ შემოიფარგლება, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნდობის გაძლიერება, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობა და ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გაღრმავება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ძალისხმევა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა.

„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი მტკიცე საფუძველი შექმნა. ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა. აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში. პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წელს, ივნისში განახორციელა ყირგიზეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ასევე ტაჯიკეთში. ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია, თუკი შევხედავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოურთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და, საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – დაეკისრა მილიონი ლარის ჯარიმა, ჩამოერთვა ქონება, მათ შორის სახლი ესპანეთში
  • ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, გარეთ, სახლთან დაინახეს, ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ! – ბატონო პრემიერო, გაერკვიეთ, ცუდად არის საქმე, სუს-ია ქვეყნის სათავეში – ძმები ფეიქრიშვილების დედა
  • საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განაახლებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge