9 წლის ლუკა შუბითიძეს, რომელსაც საზოგადოება სხვადასხვა სატელევიზიო შოუებიდან იცნობს, როგორც ნიჭიერ და გონებამახვილ გურულ „ბაღანას“, ოჯახური პრობლემები აქვს.
რამდენიმე დღის წინ, ლუკას დედამ თამთა გიორგაძემ, რომელიც სამი შვილის დედაა, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ფინანსურ პრობლემებზე საუბრობდა და გამოსავალს ემიგრაციაში, კერძოდ იტალიაში წასვლით გეგმავდა.
“მეგობრებო, ვარ ლუკას დედა, თამთა გიორგაძე. პირველად ვწერ ასეთ პოსტს, მინდა რომ თქვენგან რჩევები და დახმარება მივიღო. ლუკას და მის და-ძმას წლებია მარტო ვზრდი. სამსახურის მოძიების მიზნით მიწევს მათი დატოვება ბებია-ბაბუასთან, ახლაც თბილისში ვმუშაობ. სამწუხაროდ, ჩემი შემოსავალი არ არის საკმარისი 3 ბავშვის გასაზრდელად და მათთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა.“ – წერდა თამთა გიორგაძე, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც თამთამ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მის წერილს არაერთი ემიგრანტი გამოეხმაურა და მათგან რჩევები და რეკომენდაციებიც მიიღო.
სოციალური კამპანიის ფარგლებში, თამთამ გადაწყვეტილება შეცვალა და გეგმავს პრობლემები შვილებთან დაშორების და ემიგრაციაში წასვლის გარეშე გადაჭრას. თამთას სურვილია გახსნას „ლუკა შუბითიძის ბრენდი“ და ბედი საქართველოში, მცირე ბიზნესში სცადოს.
იმისთვის, რომ კიდევ ერთ დედას მიეცეს შანსი, არ დატოვოს შვილები და ამ რთული გადაწყვეტილების გარეშე შეძლოს პრობლემების გადაჭრა, გაიხსნა ანგარიშის ნომერი, რომლის მეშვეობითაც თამთა მცირე ბიზნესს დაიწყებს.
GE98TB0255045060622345
მიმღები -LELA GIORGADZE ლელა გიორგაძე (ლუკას დედის ნდობით აღჭურვილი პირი)