Tuesday, September 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც დღეს სააკაშვილისთვის უცხოელი ექიმის ჩამოყვანის უფლება გასცა

November 29, 2022
რა ქონებას ფლობს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც დღეს სააკაშვილისთვის უცხოელი ექიმის ჩამოყვანის უფლება გასცა

ბოლო თვე­ე­ბია რაც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი რატი ბრე­გა­ძე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. მი­ზე­ზი ის ხში­რი ბრი­ფინ­გე­ბი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბას მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე.

გა­ვიც­ნოთ მი­ნის­ტრის ოჯა­ხი – სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ცოლი და სამი ვაჟი, რო­მელ­თა­გა­ნაც უფ­რო­სი უკვე სრულ­წლო­ვა­ნია და ამ­ჟა­მად სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს გა­დის…

და­ი­ბა­და 1982 წლის 12 დე­კემ­ბერს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა გერ­მა­ნი­ა­ში გა­აგ­რძე­ლა. მისი კა­რი­ე­რა 2011 წლი­დან იწყე­ბა, ხოლო მი­ნის­ტრის პოს­ტი 2021 წლის 1 აპ­რილს ჩა­ი­ბა­რა.

ჰყავს მე­უღ­ლე ნინო შავ­გუ­ლი­ძე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლია და სამი ვაჟი, ლუკა, ილია და გეგა, რო­მე­ლიც 2020 წელს და­ი­ბა­და…

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მი­ნისტრს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არც უძ­რა­ვი და არც მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა არ უფიქ­სირ­დე­ბა.

2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ რატი ბრე­გა­ძეს თი­ბი­სი ბან­კის სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 2529,59 ლარი. ნინო შავ­გუ­ლი­ძეს კი 3923,37 ლარი.

ნინო შავ­გუ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში თავ­მჯდო­მა­რის მრჩევ­ლად მუ­შა­ობს, გა­სულ კა­ლენ­და­რულ წელს სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 33 444,3 ლარი მი­ი­ღო.

უფ­რო­სი შვი­ლი ლუკა ბრე­გა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­სამ­სა­ხუ­რეა, სა­დაც სამი თვის მან­ძილ­ზე სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით 439,63 ლარი მი­ი­ღო.

რატი ბრე­გა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო მი­ნის­ტრის პოსტზე, 2021 წლის 1 აპ­რი­ლი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლის ხელ­ფა­სის სა­ხით 45 225 ლარი მი­ი­ღო.

რატი ბრე­გა­ძე ასე­ვე შპს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია… მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზეა იპო­თე­კუ­რი სეს­ხი 65 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მე­ლიც 2015 წელს, 15 წლის ვა­დით აიღო.

ოჯა­ხი

პირ­ვე­ლი შვი­ლი ბრე­გა­ძე-შავ­გუ­ლი­ძის წყვილს 2002 წელს შე­ე­ძი­ნათ. მე­სა­მე შვი­ლი კი 2020 წელს.

“და­ი­ბა­და გეგა ბრე­გა­ძე. ღმერ­თის წყა­ლო­ბით გავ­ხდი მე­სა­მე ვაჟ­კა­ცის მამა. მად­ლო­ბა ნი­ნის, მად­ლი­ე­რი ვარ საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რე­ბის თა­ნად­გო­მი­სათ­ვის…“ – წერ­და მა­შინ მი­ნის­ტრი…

ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რატი ბრე­გა­ძის კი­დევ ერთი სტა­ტუ­სი იძებ­ნე­ბა, რო­დე­საც უფ­როს ვაჟ­ზე წერს…

“მად­ლო­ბა სამ­სა­ხუ­რის­თვის… ეს სუ­რა­თი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ არის გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ლუ­კამ სამ­ხედ­რო ფიცი დადო.დღეს ამ კაც­მა სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი პირ­ნათ­ლად და­ას­რუ­ლა.დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა რო­დე­საც შვილს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩვე­ნი გმი­რი სამ­ხედ­რო­ე­ბის­გან გა­ი­თა­ვი­სოს რას ნიშ­ნავს ქვეყ­ნის­თვის სამ­სა­ხუ­რი.მე ვიგ­რძე­ნი რა­ო­დენ დიდი და და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ჯარ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ და ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ­დი იგი­ვეს. წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლა სამ­ხედ­როს. ყვე­ლა­ფე­რი სა­უ­კე­თე­სო ჯარს… ”

სა­ჯა­რო მო­ხე­ლე მე­უღ­ლე

ნინო შავ­გუ­ლი­ძე პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობს და ამ­ჟა­მად შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლია. ის ხში­რად ახ­ლავს თავ­ჯდო­მა­რეს შეხ­ვედ­რებ­ზე და კარ­გი სამ­სა­ხუ­რის­თვის მის­გან სი­გე­ლიც აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ერთი წლის წინ, ქალი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი რატი ბრე­გა­ძე­ზე გა­კე­თე­ბულ სი­უ­ჟეტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი ხაზს უს­ვამ­და, რომ მი­ნის­ტრის ოჯა­ხის ორი წევ­რი მე­უღ­ლე და დედა, პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

ნინო წერს:

– მსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ერთ-ერთ ტე­ლე­ე­თერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ჩემს მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დას­რუ­ლე­ბუ­ლი მაქვს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა და ვფლობ ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის დიპ­ლომს წარ­ჩი­ნე­ბით.

ჯერ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კე­ბი სხვა­დას­ხვა უწყე­ბებ­ში. მათ შო­რის, გახ­ლდით სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ჟი­ო­რი, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო მო­ხე­ლის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბი­სა და სტა­ჟი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გავ­ხდი ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ყო­ფი­ლე­ბის იუ­რის­ტი.

ორ წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საკ­რე­ბუ­ლოს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში, სამ­დივ­ნოს იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც ასე­ვე ჩა­ვა­ბა­რე საკ­რე­ბუ­ლოს მო­ხე­ლის გა­მოც­და და გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ეტა­პი, რის შე­დე­გა­დაც და­ვი­ნიშ­ნე აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე.

ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტ­ში ფაქ­ტობ­რივ შეც­დო­მას ჰქონ­და ად­გი­ლი. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი არა 2020 წელს, არა­მედ 2017 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს და ვი­კა­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის კა­ბი­ნე­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ას.

რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, გახ­ლა­ვართ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში.

ვარ ამა­ყი, რომ ვმუ­შა­ობ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას, რისი სრუ­ლი უფ­ლე­ბაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მაქვს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი. პ.ს. რაც შე­ე­ხე­ბა რა­ტის დე­დას, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ობს 2004 წლი­დან. დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა კი, თქვენ­თვის მო­მინ­დია…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნის საფუძველი, თავზე გადაგვახიეს”- ნიკო ცეცხლაძე
  • მარნეულში 21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ჩაუსაფრდნენ და ესროლეს
  • “თელასი” აბონენტებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge