Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საშემოდგომო ღონისძიება” დაარქვეს და მიგვატანინეს ბაღში ხილი, შეაგროვეს ფული… როდის მოიშლება ეს მეტიჩრობა?” – შეწუხებული მშობლის წერილი

November 29, 2022
“საშემოდგომო ღონისძიება” დაარქვეს და მიგვატანინეს ბაღში ხილი, შეაგროვეს ფული… როდის მოიშლება ეს მეტიჩრობა?” – შეწუხებული მშობლის წერილი

“ძალიან მინდა, ჩემი სათქმელი მოგახსენოთ და ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რადგან საბავშვო ბაღში, სადაც ბავშვი დამყავს, ნებისმიერ საყვედურზე და მითითებაზე ისე მიყურებენ თუ მასწავლებლები და თუ მშობლები, თითქოს ინტრიგანი ვარ და მარტო მე ვხედავ პრობლემებს. ამიტომ მინდა, აქ მაინც ვთქვა და სხვა მშობლების აზრი გავიგო, მართლა ინტრიგანი ვარ თუ სამართლიანად ვარ შეწუხებული?

ჯერ ერთი, არ აღვწერ იმ ისტერიკას, რაც გამოვიარე ბაღის დარეგისტრირებისას, ჩართული მყავდა მთელი სანაცნობო და დიდი ტანჯვით, მოვხვდით შედარებით ახლოს მდებარე ბაღში. 4 წლის არის ჩემი გოგონა და სახლში რა ხანია, არ იძინებს შუადღისას. ბაღში გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ ვაძინებთო და სხვა გზა არ აქვს, ისიც წვება სხვა ბავშვებთან ერთად და ასე თვალებღია წევს ორი საათი. მგონია, უბრალოდ დრო გაჰყავთ მასწავლებლებს და იმიტომ აწვენენ ამ ბავშვებს, თორემ რაღა დროს ძილია ამ ასაკში? თანაც, ძილის დროს მეტია გაოფლიანების და გაციების საფრთხე და არც ის ვიცი ზუსტად, ჰიგიენის ნორმები რამდენად იქნება დაცული.

კვება ნორმალურია და ამაზე არც ვიტყვი რამეს, რასაკვირველია. თუმცა ბავშვი ბევრია მაინც ჯგუფებში და ძალიან ძნელია, ნორმალურად მიაქციონ ყურადღება თითოეულ ბავშვს. ვერც იმას აკონტროლებენ, რომ ვიღაც სურდოიანი მიდის და ვიღაც სიცხიანი, ამიტომ ძალიან მალე ვრცელდება ვირუსები და ორშაბათს მიყვანილს პარასკევს უკვე გრიპი ეწყება და ვტოვებთ მერე მთელ კვირას სახლში.

უფროსი რომ დამყავდა ბაღში, ეს იყო დაახლოებით 7 წლის წინ. მაშინაც შეღონებული ვიყავი ათასნაირი ღონისძიება-ზეიმით და მასწავლებლებისთვის ფულის გროვებით. მეგონა, ეს მანკიერი ტრადიცია აღარ იყო დღეს, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. ისევ ყოფილა აქტუალური ე.წ. ღონისძიებები და პირდაპირ დაგვავალეს, მიგვეტანა ხილი, რაც შეიძლება ბევრი და მრავალფეროვანი, რაც ამ გაძვირებულ ყოფაში, თავადაც მოგეხსენებათ, სულაც არ არის იოლი. გარდა ამისა, ძაფზე ასხმული ნიგოზი, რომ ბავშვს გული არ დაწყდეს და თავად ამოავლოს თათარა. რამდენიმე კახელ მშობელს პირდაპირ აკიდეს თათარის მოთუხთუხება ბაღში და ამას დაემატა ბავშვების ფორმები, რომლებიც ამ ფასებში კი დაგვიჯდა 50-60 ლარები. მერე ერთი-ორი მეტიჩარა მშობელი გამოხტა და მასწავლებლებსაც შევუგროვოთ ფულიო და ვაჩუქოთ რამეო, ამისთვისაც შეგროვდა 20 ლარი. ახლა ფოტოგადაღებაო და ამისთვისაც დავდეთ ფული – არ დადებ და სხვა ბავშვებს გადაუღებენ ფოტოებს და შენმა გვერდიდან უნდა უყუროს… მოკლედ, კი დამიჯდა ერთი ზეიმი 100 ლარზე მეტი და ნორმალურია ეს? წელიწადში ოთხჯერ აკეთებენ მსგავს “ღონისძიებებს” და რა ვიცი, ჩემი ოჯახისთვის, რომელიც თვიდან თვემდე ვალის გარეშე ვეღარ ახერხებს თავის გატანას, ყოველ მეორე თვეს 100 ლარზე მეტი ხარჯი საბავშვო ბაღში ნამდვილად ბევრია. თანაც ვიცი ნამდვილად, რომ ბაგა-ბაღების სააგენტო არ ითხოვს ამ ხარჯებს ნამდვილად და ინდივიდუალურად მეტიჩრობენ მასწავლებლები და მშობლები… მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ…”

წყარო: mshoblebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
  • ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ ეს უნდა იცოდეთ
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge