Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

September 3, 2026
როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

ადა­მი­ა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის, მისი სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დაც­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. დღე არ გავა მკვლე­ლო­ბის, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის, ავა­რი­ის და სხვა რამ და­ნა­შა­უ­ლის ამ­ბა­ვი არ გავ­რცელ­დეს. თბი­ლი­სი შეძ­რა ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე, ე.წ. დევ­ნი­ლე­ბის კორ­პუს­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა – სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან 27 წლის მა­მა­კა­ცის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი 11 წლის მო­ზარდს – ვატო ნარ­სა­ვი­ძეს და­ე­ცა, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

ის­მის კი­თხვა შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მომ­ხდა­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა? – საქ­მე ისაა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია, ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, აგ­რე­სი­უ­ლო­ბით აქამ­დეც გა­მორ­ჩე­ო­და. ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­მა­ნი­ის მას­შტა­ბი მარ­თლაც უსა­ზღვრო ხდე­ბა – თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბებ­ში, ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი რა ხერ­ხს აღარ იგო­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კუ­თარ მა­ხე­ში მო­საქ­ცე­ვად და მა­თამ­დე სა­წამ­ლა­ვის მი­სა­ტა­ნად. მას­შტა­ბუ­რი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, ეს პრობ­ლე­მა ოდ­ნა­ვა­დაც კი ვერ შემ­ცირ­დე­ბა.

რო­გორც მე­ზო­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, ის ამ დღე­საც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და დე­დის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ აგ­რე­სი­ას იჩენ­და.

“ვატო მო­მა­ვა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია, ხში­რად ეზო­შია, ვარ­ჯი­შობს. იმ სა­ღა­მო­საც ბავ­შვე­ბი წყა­როს­თან ის­ხდნენ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც სკა­მი ის­რო­ლა, თურ­მე ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­დის მი­მართ. ყვე­ლა­ფე­რი და­ლე­წა აი­ვან­ზე. ყვა­ვი­ლე­ბიც კი დამ­ტვრე­უ­ლია.

დე­დას გა­მო­უ­ძა­ხე­ბია პატ­რუ­ლი. პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟე­ბი რომ და­ი­ნა­ხა, სკა­მი ის­რო­ლა. ვატო, რო­მე­ლიც წყა­როს­თან ბავ­შვებ­თან ერ­თად იჯდა, ადგა და პატ­რულ­თან მი­ვი­და, უნდა ეთ­ქვა, კორ­პუ­სი­დან რა­ღა­ცებს ის­ვრი­ა­ნო და ის სკა­მი ვა­ტოს მოხ­ვდა თავ­ში. ბავ­შვი ძირს სა­ხით და­ე­ცა.

ეს ბიჭი იმ­დე­ნად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, იძახ­და, – მე არ მის­ვრი­აო. პი­რო­ბი­თი ჰქონ­და, ნარ­კო­მა­ნი­ის გამო. კი­დევ კარ­გი, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს, კორ­დო­ნი გა­ა­კე­თეს და ისე გა­იყ­ვა­ნეს, თო­რემ მაგ უბე­დურს ჩა­ქო­ლავ­დნენ” – ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი ია ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი.

ახლა უმ­თავ­რე­სი ბავ­შვის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაა.

რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, ვა­ტოს გუ­შინ უკე­თე­სო­ბა და­ე­ტყო.

“სხე­უ­ლი და­ცხრა. რე­აქ­ცი­ე­ბი ჰქონ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია. იმ­დე­ნი მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს ჩა­მოთ­ვლაც კი არ შე­მიძ­ლია. თა­ვის ქალა, ლა­ვი­წის ძვა­ლი, კის­რის მალა. დღე­ვან­დელ დღეს თუ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ასე სტა­ბი­ლუ­რად, ხვალ შე­აღ­ვი­ძე­ბენ აუ­ცი­ლებ­ლად,“ – ამ­ბობს ის.

რო­გორც უკვე აღ­ვა­ნიშ­ნეთ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

თუმ­ცა ეს არ ხსნის მთა­ვარ კი­თხვას, რო­დე­საც ბავ­შვებს ეზო­ში სა­თა­მა­შოდ ვუშ­ვებთ, და­გიბ­რუნ­დე­ბი­ან კი შინ ჯან­მრთე­ლე­ბი?

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოკითხვა დასრულდა – რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას გია ხუხაშვილმა
  • “ენერგო-პრო ჯორჯია” ინფორმაციას ავრცელებს
  • როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge