Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენს სამსახურებზე მე და მარიკას სასიამოვნო საუბარი დიდიხანია არ გვქონია”- ვახო სანაია

November 28, 2022
“ჩვენს სამსახურებზე მე და მარიკას სასიამოვნო საუბარი დიდიხანია არ გვქონია”- ვახო სანაია

“იმედის” ტელეწამყვანის, მარიკა ბაკურაძეს, ყოფილი მეუღლე ვახო სანაია, ეხმაურება ბაკურაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს:

“მარიკა ბაკურაძე ჩემი მეგობარი და ბავშვების დედაა.
სულ რომ ქვეყანა ჩამოიქცეს, მე მას მხარში დავუდგები მთელი ცხოვრება.
ეს რაც შეეხება ჩემს პერსონალურ ნაწილს, რის გამოც (გარდა საქმიანი ნაწილისა) ამ საკითხს ამ ფორმით გამოვეხმაურე.
ჩვენს სამსახურებზე მე და მარიკას სასიამოვნო საუბრები დიდი ხანია, არ გამოგვდის. რადიკალურად სხვადასხვა სივრცეებში ვართ. ამიტომ რაღაც ეტაპზე ამ თემებზე საუბრები საერთოდ შევწყვიტეთ.
მაგრამ დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე, ცხადია, შევწუხდი. ვისაუბრეთ. იცის ჩემი აზრი ამ სიუჟეტზე. მე კი ზუსტად ვიცი ის, რომ ჩანაფიქრი იყო სხვა და გამოვიდა სულ სხვა. შეთქმულებები არაა საჭირო. სიმართლე ესაა – იდეაც მისი იყო და პასუხისმგებლობაც მისია.
მარიკა არაა პოლიტიკის ჟურნალისტი, მთელი ცხოვრებაა კულტურის სფეროს აშუქებს. სოციალურ ქსელში ბულინგის თემასაც სულ უკირკიტებს და აწუხებს. სხვანაირად უყურებს ამ საკითხს – თუ სოციალურ ქსელში ილანძღებიან, პირადად ხომ ასე არ იქცევიან. რატომ ცვლის ქცევას სოციალური ქსელები ? მოკლედ, ამ თავის განხილვებშია.
მე სხვანაირად ვუყურებ – ეს უდიდესი მონაპოვარია, რომ ადამიანებს საჯარო პირების ლანძღვის უფლება ჰქონდეთ. რადგან ზუსტად ესაა გამოხატვის თავისუფლება.
მარიკა თავისი მოსაზრებების მიხედვით აკეთებდა ამ სიუჟეტსაც. სამწუხაროდ, გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.
მიკერძოებული ვარ ? დიახ, რა თქმა უნდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღრმად მიკერძოებული ვარ. იმიტომ, რომ საქმე ჩემს მეგობარს ეხება.
რაც შეეხება მიუკერძოებლად ჩემს მოსაზრებას – პირადადაც იცის. ამიტომ აქაც ვიტყვი – სახიფათო მასალა გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი სხვა ჰქონდა. მეტად აღარ განვავრცობ.
PS
ახლა ერთი შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ
ტელეფონის ნომრები საიდან მოიპოვაო, ეგ სრული იდიოტობაა და ვისაც მაგ საქმეში სახელმწიფოს შემოყვანა კაი ამბავი გგონიათ, ბოდიში, მაგრამ ვერ აცნობიერებთ, რას ამბობთ.
ტელეფონის ნომრები მოიპოვა ფეისბუქის საშუალებით. გადადით ექაუნთიდან ექაუნთზე, აღმოაჩენთ საერთო ფრენდებს, დაეკონტაქტებით და მოიპოვებთ ნომრებს. ასე იქცევა ყველა ჟურნალისტი ყოველდღიურად. ასე მოიქცა მარიკაც. რამე ახალი არ გამოუგონებია.
თუ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას ჩავრთავთ საქმეში, ხვალ მოგვდგებიან და დაიწყებენ გამოკვლევას, ჟურნალისტებმა რესპონდენტების ტელეფონის ნომრები საიდან მოვიპოვეთ. ვინ ჰკითხავს სახელმწიფოს, მე სად ვიპოვე და ვის გამოვართვი ნომერი – ამაზე ცალკე სტატუსს დავწერ.
ასეთია ჩემი უაღრესად მიკერძოებული სტატუსი” , – წერს სანაია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქარმა მუსიკალური სკოლის სახურავის მხოლოდ ის ნაწილი ახადა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო გაკეთებული”-ხაშურის მერია
  • ლალი მოროშკინამ კულტურის დესპანის წოდება მიიღო
  • კოლუმბიაში სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge