Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა გგონიათ, სპეცწარმომადგენელი ჩავა და ღვინოსა და მწვანილზე ისაუბრებს და არ ისაუბრებს მთავარ პრობლემაზე, რაც რუსეთთან გვაქვს? ყველა მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, რომ საბოლოოდ ოკუპაცია დასრულდეს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

November 26, 2026
ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული მოინანიონ, სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლენა- შალვა პაპუაშვილი

რა გგონიათ, სპეცწარმომადგენელი ჩავა შეხვედრაზე და ღვინოსა და მწვანილზე ისაუბრებს და არ ისაუბრებს მთავარ პრობლემაზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს? ყველა მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, რომ საბოლოოდ ოკუპაცია დასრულდეს და რუსეთმა აღიაროს ტერიტორიული მთლიანობა, რაც არის ერთადერთი ბარიერი ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებისას ჩართული მხარეები ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ იყვნენ საქართველოს მეგობრები, პაპუაშვილის თქმით, მას დეფინიციებში „მეგობარი“, „არამეგობარი“ ეჭვი ეპარება.

„ჩვენ მეგობრებად მივიჩნევთ ბევრს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ზოგი მეგობრობასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ საფლავს გვითხრიდა, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია გვითხრიდა საფლავს, გუშინ გამოაქვეყნეს. ეჭვი მეპარება დეფინიციებში -„მეგობარი“, „არამეგობარი“, ამას უნდა შევეშვათ. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია გვითხრიდა საფლავს ქართველებს და ეს გამოჩნდა გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, რომ ისინი პირდაპირ საქართველოს არჩევნებში ერეოდნენ, რათა მოეყვანათ მათთვის სასურველი ძალა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს საფლავი თავისთვის გაითხარა USAID-მა.

რაც შეეხება თავად ჟენევის ფორმატს, არის აბსოლუტურად სხვა და სწორედ ეხება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებს. რაც შეეხება სპეციალურ წარმომადგენელს, ეს უპირველეს ყოვლისა ეხება სწორედ ასეთ საკითხებს, რომელიც შეიძლება რაღაც მიმდინარე საკითხი იყოს ეკონომიკური ან ჰუმანიტარული. რა გგონიათ სპეცწარმომადგენელი ჩავა შეხვედრაზე და ღვინოსა და მწვანილზე ისაუბრებს და არ ისაუბრებს მთავარ პრობლემაზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს? არ ვიცი კონკრეტულად რა საუბრები ჰქონდათ, მაგრამ რუსეთთან კონტაქტი, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კონტაქტი, ნებისმიერი კონტაქტის დროს, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რაც პრობლემა არის ჩვენ ურთიერთობაში და რისგანაც შემდეგ სხვა პრობლემებიც მოდის, არათუ ნახსენები უნდა იყოს, არამედ სწორედ ყველა მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, რომ საბოლოოდ ოკუპაცია დასრულდეს და რუსეთმა აღიაროს ტერიტორიული მთლიანობა, რაც კიდევ ერთხელ არის ერთადერთი ბარიერი ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ლაილაშში, მეწყრის შედეგად, არავინ დაშავებულა
  • “ცაგერში, სოფელ ლაილაში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაიყვანეს – დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი”- გარემოს ეროვნული სააგენტო
  • “რა გგონიათ, სპეცწარმომადგენელი ჩავა და ღვინოსა და მწვანილზე ისაუბრებს და არ ისაუბრებს მთავარ პრობლემაზე, რაც რუსეთთან გვაქვს? ყველა მცდელობა აქეთკენ არის მიმართული, რომ საბოლოოდ ოკუპაცია დასრულდეს”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge