უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტრბმა ცოლ-ქმარი და მათი ორი არასრულწლოვანი შვილი დახვრიტეს.
ტრაგედია დაბა კამიშ-ზარიაში, 18 ნოემბრის ღამით მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მანამდე, “ოჯახის გვერდით დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან მობილიზებული “კადიროველები” დასახლდნენ, დათვრნენ და ქალის შეურაცხყოფა დაიწყეს. ქმარმა მისი დაცვა სცადა, მაგრამ ის დახვრიტეს… დახვრიტეს ასევე ნატალია შვილებთან ერთად, რათა ხმა არ ამოეღოთ”, – წერს უკრაინული მედია.
ცნობისთვის, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი თებერვლიდან, მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით ქვეყანაში რუსი სამხედროები შეიჭრნენ. რუსებს ჩეჩნეთის ლიდერი და მისი მებრძოლები ე.წ. კადიროველებიც ეხმარებიან.
წყარო: пишет УП