ვერძი
შესაძლოა, მივიწყებულ საქმეს მიუბრუნდეთ, გაგიჭირდებათ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან თქვენი გეგმებისა და იდეების განხილვა. შეეცადეთ, დრო გამონახოთ დასვენებისთვის, მძიმე კვირის ბოლოს, ეს აუცილებელია.
კურო
რთული, ემოციებით დატვირთული დღეა, თუმცა, ყოველ დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდებით თუ ემოციებს სწორად მართავთ.
ტყუპები
თქვენი მზრუნველობა ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე დაგიბრუნდებათ დიდი ენერგიის სახით. იზრუნეთ ემოციურ სტაბილურობაზე.
კირჩხიბი
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, დიდი ალბათობით, თქვენს სასიკეთოდ დასრულდება. ელოდეთ, ცვლილებებს. მოიშორეთ ყოველივე ძველი და განაახლეთ თქვენი გარემო და ურთიერთობები.
ლომი
აიმაღლეთ განწყობა, მეტი მოთმინება, აი, რა გჭირდებათ ახლა. თქვენს ოცნებებთან საკმაოდ ახლოს ხართ.
ქალწული
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების და განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. იზრუნეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე. ნუ იქნებით სუბიექტური და ნუ განაწყენდებით ყოველ წვრილმანზე.
სასწორი
მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად ცხოვრებას და მეტი სითბო გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ, იყავით უფრო გულწრფელი და მზრუნველი. მალე, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება.
მორიელი
წარმატებით გაართმევთ თავს წარმოქმნილ უსიამოვნებებს. დასვენების დროა, აუცილებლად გამონახეთ დრო ახლობლებისთვის და მაქსიმალურად განიტვირთეთ.
მშვილდოსანი
არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოვა თქვენამდე, შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი აღადგინოთ ძველი, თითქმის მივიწყებული კონტაქტები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენზე. გახსოვდეთ, რომ ემოციურად რთული დღეა.
თხის რქა
დაიცავით თქვენი შეხედულებები და პრინციპები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კომპრომისის ძალაც. მოერიდეთ ზედმეტ დანახარჯებს და გონივრულად გადაანაწილეთ ფინანსები.
მერწყული
გაბედულად გაახმოვანეთ თქვენი იდეები, ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. აკონტროლეთ ემოციები.
თევზები
არ არის სასურველი პერიოდი მნიშვნელოვანი შენაძენის გასაკეთებლად. დღეს ზოგადად ყურადღება გაამახვილეთ ნივთებისა, თუ შესრულებული საქმის ხარისხზე და არა ფასსა და რაოდენობაზე.