ვაჟა მელაძე მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ ცოლ-შვილთან დამშვიდობების ვიდეოს აქვეყნებს
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. უწყების ცნობით, ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონსიძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ამასთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მას საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა და პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის გარეშე, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, ბრალდებული გამოძიებას მიემალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
