ხმაური აფხაზეთის მთავრობის შენობასთან – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არ რეაგირებს უწყება აფხაზეთში საწვავის გატანაზე.
“პირველების” კოორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აგინა.
მანამდე, დღეს, ოპოზიციური პარტიის წევრებმა აფხაზეთის მთავრობასთან ძველი საწვავის ავზი მიიტანა და ამ ფორმით, თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის დუმილი გააპროტესტა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აფხაზეთში გაგზავნილი საწვავი რეალურად რუსეთში მიდის და პუტინის სამხედრო მანქანას ხმარდება.
