ტრაგედია დატრიალდა კასპის რაიონში. სოფელ აღაიანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. – სოციალურ ქსელში ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეო ვრცელდება:
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა. გარდაცვლილი ბელა მცხვეთაძეა, რომელიც სოფელ სამთავისში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, მას ერთი შვილი დარჩა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
