ასტროლოგი რამაზ გიგაური სოცქსელში წერს:
„8 ნოემბერს მთვარის დაბნელება იქნება.თბილისის დროით 15:02 საათზე (ცხადია საქართველოდან არ გამოჩნდება).მზე – მორიელში, მთვარე – კუროში.ორი ძლიერი, მყარი, დაუნდობელი ნიშანი.* არაფერი შეცვალოთ ამ დღეს;* სიფრთხილე და სიმშვიდე გჭირდებათ;* ალკოჰოლთან და ნებისმიერ უცხო ნივთიერებასთან უდიდესი სიფრთხილე;* არ იჩქაროთ;* გულისხმას მოუსმინეთ.განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია 6-8 მაისს და 7-9 ნოემბერს დაბადებული ადამიანებისთვის.მშვიდობა თქვენს გულს, გონებასა და ოჯახობას.