Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ამ ქალმა მთელი “ქართული ოცნების“ გუნდი გასვარა და უღალატა მდინარაძესთან ერთად! მისი მფარველი მდინარაძე იყო” – დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეზე

October 15, 2026
ნინო ლომჯარია არის საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის იარაღი და თავის იარაღს ალბათ მიიწვევენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე

ასე­თი უმ­სგავ­სო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს – ამ ქალ­მა მთე­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი გას­ვა­რა და “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უღა­ლა­ტა თა­ვის მდი­ნა­რა­ძეს­თან ერ­თად! მისი მფარ­ვე­ლი მდი­ნა­რა­ძე იყო – არა­ვის არა­ფე­რი შერ­ჩე­ნია და არც ამ ქალ­სა და მის მფარ­ველს არ უნდა შერ­ჩეს, – ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“, “კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

ოქი­ტაშ­ვილ­მა მის მიერ 14 ოქ­ტომ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ “ფე­ის­ბუქ-პოს­ტის“ თა­ო­ბა­ზე, სა­დაც ის პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯე­ბის შეს­წავ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს, აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ელო­დე­ბა.

ოქი­ტაშ­ვი­ლის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, “სად წა­ი­ღო ამ ქალ­ბა­ტონ­მა ეს თან­ხე­ბი“.

“პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. 30 წელ­ზე მე­ტია კულ­ტუ­რის სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებ. რო­გორც კულ­ტუ­რის სფე­როს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს მა­ინ­ტე­რე­სებს – დავ­სვი კი­თხვე­ბი, რო­მე­ლიც 4-5 თვეა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებს. მე მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში არ მი­ლა­პა­რა­კია. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ამ ქვე­ყა­ნა­ში არის კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი და რო­გორც ამ სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ვი­ცო­დე, მან ეს ჩა­ი­დი­ნა თუ არ ჩა­ი­დი­ნა!

ის, რომ მა­ნამ­დე სად იყო ოქი­ტაშ­ვი­ლი, როცა რუ­ხა­ძე მი­ნის­ტრი იყო ხმა მა­შინ ამო­ე­ღო – მე თავი შე­ვი­კა­ვე და ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნე, რო­მელ­თაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ნად­გუ­რებ­დნენ, მოს­პობ­დნენ და ოჯა­ხე­ბი­თაც ამო­წყვეტ­დნენ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უმუ­შევ­რად და­ტო­ვებ­დნენ. ამი­ტომ მე ამას ადა­მი­ა­ნუ­რად მი­ვუ­დე­ქი. როცა დრო მო­ვი­და ვთქვი, რად­გან ორი-სამი დღის წინ მო­მიყ­ვნენ ეს უბე­დუ­რე­ბე­ბი, რა­საც ეს ქალი სჩა­დი­ო­და არა მხო­ლოდ ჩემს მი­მართ, არა­მედ კულ­ტუ­რის მუ­შა­კე­ბის მი­მართ. მოვა დროს და კულ­ტუ­რის მუ­შა­კე­ბი თვი­თონ ამო­ი­ღე­ბენ ხმას!

ასე­თი უმ­სგავ­სო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს! მთე­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. ჩვენ რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი შეგვქონ­და. ბო­ლოს გვი­თხრეს: – ტყუ­ი­ლად წვა­ლობთ, რად­გან ჩვენ დათო ოქი­ტაშ­ვილს არას­დროს არ და­ვა­ფი­ნან­სებთ. მე მას რამ­დენ­ჯერ­მე შე­ვუთ­ვა­ლე და პა­სუ­ხი არ გამ­ცა. სა­მი­ნის­ტრო­ში კი­ო­და და წი­ო­და: – აქ ოქი­ტაშ­ვი­ლი არ და­ვი­ნა­ხოო. ასე­ვე ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას უკ­რძა­ლავ­და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ძა­ლი­ან ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს. მოვა დრო და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ იტყვი­ან!

ბოლო წვე­თი იყო, რაც ორი დღის წინ გა­ვი­გე და დავ­წე­რე ის, რაც დავ­წე­რე! კულ­ტუ­რის სფე­რო­ში რომც არ ვიყო, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა ვი­ცო­დე და პა­სუ­ხი უნდა გაგ­ვცენ, სად წა­ი­ღო ამ ქალ­ბა­ტონ­მა ეს თან­ხე­ბი!

ამ ქალ­მა მთე­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი გას­ვა­რა – მან “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უღა­ლა­ტა თა­ვის მდი­ნა­რა­ძეს­თან ერ­თად! მისი მფარ­ვე­ლი მდი­ნა­რა­ძე იყო.

ამ­ბობ­და: – “ფე­ხებს მომ­ჭამთ ძირ­ში, მე მპატ­რო­ნობს მამუ!“ შემ­დეგ რომ ვკი­თხუ­ლობ­დით, თუ ვინ იყო ეს უხი­ლა­ვი მამუ, ეს უხი­ლა­ვი მამუ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­მოჩ­ნდა. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან, ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­შა­უ­ლი და უბე­დუ­რე­ბა. მათ გუნ­დი ძა­ლი­ან და­ა­ზი­ა­ნეს! უნდა და­ი­სა­ჯოს ის, ვინც ეს ქალი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად წა­რად­გი­ნა – ეს იყო მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე!

წაქ­ცე­ულს წიხ­ლებს არ ურტყა­მენ, მაგ­რამ უა­რე­სის ღირ­სია, ამი­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მო­ძი­ე­ბას და­ვე­ლო­დოთ! თქვენ ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გა­ი­გებთ. არა­ვის არა­ფე­რი არ შერ­ჩე­ნია და არც ამ ქალს და მის მფარ­ველს არ უნდა შერ­ჩეს – უა­რე­სის ღირ­სია“, – გა­ნა­ცხა­და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
  • “გორის თავშესაფარში ხდება ეს… მომინიშნეთ ეგ სასაკლაო”- რას წერს თამთა მჭედლიძე სოციალურ ქსელში
  • ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა – ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახლებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge