ეროვნული ბიბლიოტეკის დირექორის, გიორგი კეკელიძის ცნობით, 12 წარჩინებულ სტუდენტს ნეაპოლში “ნაპოლის” თამაშზე გაუშვებენ.
“გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს. მათთან ერთად მეც ვიქნები. გარდა ამისა, 100 საუკეთეოს სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია გალფის და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით და ამერიკის საელჩოს თანამდგომით”, – წერს გიორგი კეკელიძე.