კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, პეკინმა ასობით ავიარეისი გააუქმა და სარკინიგზო მომსახურება შეაჩერა. ამის შესახებ Financial Express -ი ჩინეთის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუქმებულია 1,255 რეისი ქალაქის ორ ძირითად აეროპორტში, რაც დაახლოებით, დაგეგმილი ფრენების 70%-ია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა ფრენებს ასრულებდა.
რაც შეეხება სარკინიგზო მომსახურებას, რკინიგზა მოსახლეობას წინაწარ შეძენილი ბილეთები ს ღირებულებას სრულად აუნაზღაურებს.
ჩინეთის მთავრობამ, ასევე, მოუწოდა ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს და პარკებს ვიზიტორების რაოდენობა 30%-მდე შეამცირონ.
გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჩინეთში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ათ რაიონში კარანტინი უკვე დაწესებულია.