Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ხედავთ, ევროპიდან როგორი ქარი უბერავს, სერბეთისა და უნგრეთის მერე ამათი ჯერია – ალეკო ელისაშვილი

October 27, 2026
ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ხედავთ, ევროპიდან როგორი ქარი უბერავს, სერბეთისა და უნგრეთის მერე ამათი ჯერია – ალეკო ელისაშვილი

ხედავთ, სერბეთიდან და ევროპიდან როგორი ქარი უბერავს. ილია ჭავჭავაძის ლექსი რომ არის: „მესმის, მესმის სანატრელი“… გარიბალდის აჯანყებაზე და ბრძოლაზე რომ დაწერა, აი, ეგ ისმის ევროპიდან, – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც „სერბეთის პროგრესული პარტია” ალექსანდრ ვუჩიჩის ლიდერობით არჩევნებში, „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა.

მისი თქმით, ის პროცესები, რაც ევროპის მასშტაბით მიმდინარეობს, კერძოდ, სერბეთში ალექსანდრ ვუჩიჩისა და უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხება, საქართველოზეც აისახება.

„ხედავთ, სერბეთიდან და ევროპიდან როგორი ქარი უბერავს. ილია ჭავჭავაძის ლექსი რომ არის: „მესმის, მესმის სანატრელი“, გარიბალდის აჯანყებაზე და ბრძოლაზე რომ დაწერა, აი, ეგ ისმის ევროპიდან.

14 წელი იყო ვუჩიჩი ხელისუფლებაში, რომელმაც სერბეთს უარესი დამართა, ვიდრე აქ ხდება, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარეს, იბრძოლეს და ბოლოში გავიდნენ. მანამდე ორბანი ჩამოაგდეს.

ეს მოხდება ცოტა ხანში აქაც. მაგრამ მთავარი რა არის? მე რაც არ მომწონს, ის არის, რომ იმედგაცრუებაა და ხელები ჩამოყრილია – არავითარ შემთხვევაში! ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, ბრძოლისა და შეუპოვრობის დასტურია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის თანამდებობის დატოვებაც, რომელსაც ელისაშვილის შეფასებით, „პანჩური“ ამოარტყეს“.

„ამის დასტურია ისიც, რომ პენიტენციურის უფროსი, გადადგა. „პანჩური“ ამოარტყეს. ამავე ნიჩაბზეა შემოსმული იმ ციხის უფროსი, სადაც მე ვარ გამომწყვდეული. მოუწიათ პენიტენციური სამსახურის უფროსის გაშვება და ასე მოუწევთ ნომერ მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის [შოთა ტრაპაიძე] გაშვებაც, რადგან გიორგი დავითაძისა და ძმები ფეიქრიშვილების ოჯახების არანორმალურ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ასევე ჩვენი პატიმრების ბრძოლის შედეგადაც.

როდესაც 2 ოქტომბერს ინგრეოდა ციხე, გულხელდაკრეფილი არც მე ვყოფილვარ, ვენები არ გადამიჭრია, მაგრამ არც მშვიდად და წყნარად ვყოფილვარ. ვიბრძოლეთ.

პატარიძე ამორალური სახით რომ გამოვიდა და სადისტ, მწამებელ ბადრაგებს ნაქეიფარი სახით მადლობა გადაუხადა, ხომ დააწერინეს განცხადება? ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს.

ყველას მინდა ვუთხრა, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ბოლომდე უნდა მივაწვეთ. სერბეთისა და უნგრეთის მერე ამათი ჯერია!

ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა იციან, რომ აქამდე თუ ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებდნენ, ახლა მაგის შვილის, ბერას ხუშტურებს ასრულებენ. რეიდი მოაწყო გლდანის ციხეში, კაცის მოსაკლავად და დასალეწად შეიყვანეს, სპეციალური დადგმით, 5-საფეხურიანი დანაშაულის სქემა მოაწყვეს, რაზეც აუცილებლად პასუხს აგებენ.

რატომ? რადგან ბერას, უფლისწულსა და ბატონიშვილს ასე „მოეპრიანა“! ეს უნდა დავამთავროთ და აუცილებლად დავასრულებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ხომ ხედავთ სერბეთიდან და ევროპიდან როგორი ქარი უბერავს. ილია ჭავჭავაძის ლექსი რომ არის – „მესმის, მესმის სანატრელი“ გარიბალდის აჯანყებაზე და ბრძოლაზე რომ დაწერა, აი ეგ ისმის ევროპიდან.

14 წელი იყო ვუჩიჩი ხელისუფლებაში, რომელმაც უარესები დამართა სერბეთს, ვიდრე აქ ხდება, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარეს, იბრძოლეს და გავიდნენ ბოლოში.

მანამდე ორბანი ჩამოაგდეს, აი ეს მოხდება ცოტა ხანში აქ. მაგრამ მთავარი რა არის, მე რაც არ მომწონს ის არის, რომ იმედგაცრუებაა და ხელები ჩამოყრილია, არავითარ შემთხვევაში! ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია ისიც, რომ გადადგა პენიტენციურის უფროსი, ამოარტყეს პანჩური და იძულებული გახდნენ გაეგდოთ. ამავე ნიჩაბზეა შემოსმული იმ ციხის უფროსი, სადაც მე ვარ გამომწყვდეული. მოუწიათ პენიტენციური უფროსის გაშვება და ასე მოუწევთ ნომერ მე-6 სასჯელ აღსრულების ციხის დირექტორის გაშვებაც, რადგან არანორმალურ წინააღმდეგობას წააწყდნენ დავითაძისა და ფეიქრიშვილების ოჯახის, ასევე ჩვენი პატიმრების ბრძოლას, როდესაც 2 ოქტომბერს ინგრეოდა, გულ ხელ დაკრეფილი არც მე არ ვყოფილვარ, ვენები არ გადამიჭრია, მაგრამ მშვიდად და წყნარად არ ვყოფილვარ. ვიბრძოლეთ და ამ ბრძოლის შედეგია, რომ ორი თანამდებობის პირი, რომლებსაც თავი ძალიან მაგარი ტიპები ეგონათ, როცა პატარიძე ამორალური სახით გამოვიდა და სადისტ, მწამებელ ბადრაგებს ნაქეიფარი სახით მადლობა გადაუხადა, ხომ დააწერინეს განცხადება. ეს არის მაგალითი იმისა რომ ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს.

ყველას მინდა ვუთხრა, რომ უნდა ვიბრძოლოთ და ბოლომდე უნდა მივაწვეთ.

სერბეთისა და უნგრეთის მერე ამათი ჯერია, ხომ ხედავთ რა დღეში ვართ. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმა იციან, რომ აქამდე თუ ბიძინას ხუშტურებს ასრულებდნენ, ახლა მაგის შვილის, ბერას ხუშტურებს ასრულებენ, რეიდი მოაწყო გლდანის ციხეში, კაცის მოსაკლავად და დასალეწად შეიყვანეს, სპეციალური დადგმით, 5 საფეხურიანი დანაშაულის სქემა მოაწყვეს, რომელზეც აუცილებლად პასუხს აგებენ, რატომ რადგან ბერას, უფლისწულს და ბატონიშვილის ასე მოეპრიანა, ეს უნდა დავამთავროთ და აუცილებლად დავასრულებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თუ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნით ჩვენ ტერიტორიული ერთიანობა ხელვყავით, “ქართულმა ოცნებამ” რატომ არ გააუქმა ის 13 წლის განმავლობაში? – ანა წითლიძე
  • თორნიკე რაზმაძე მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
  • მოსკოვი მსოფლიო გაზის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რუსეთში გვაქვს ანდაზა: „სხვისთვის ორმოს ნუ გათხრი, თორემ თავად ჩავარდები“, სწორედ ეს მოხდა ევროკავშირის ქვეყნებში – ვლადიმერ პუტინი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge