ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში Feedc-ის ვიდეოს აზიარებს, რომელშიც ანა ბაგდასაროვა პლატფორმის შესახებ საუბრობს.
“ეს ჩვენი ჭკვიანი, მიზანდასახული და ძალიან ძლიერი გოგოა ანა(ერნა)…მიუხედავად დიდი ტკივილისა, იბრძვის ჩვენთან ერთად სიმართლისთვის…
იბრძვის, რომ პლატფორმა Feedc -ი იყოს სწორედ ისეთი როგორიც ჯერ კიდევ შექმნის დღიდან წარმოედგინათ…
იცის, რომ ნიკოს იქ ზეცაში ყველაზე მეტად უხარია მისი წარმატება…
წარმატებები ჩვენს გოგოს, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს…
Feedc-ი Forever”, – წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.