მის არგენტინა და მის პუერტო-რიკო დაქორწინდნენ – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მარიანა ვარელამ და ფაბიოლა ვალენტინმა ერთმანეთი სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე, მის გრანდ ინტერნეიშენალზე, გაიცნეს 2020 წელს. ვარელა მის არგენტინას წარმოადგენდა, ვალენტინი კი — მის პუერტო-რიკოს. ორივე მათგანმა კონკურსზე საუკეთესო ათეულში მოხვედრა შეძლო. თუმცა, ამ პერიოდში ისინი ისე დამეგობრდნენ, რომ ურთიერთობა კონკურენტობის შემდეგაც განაგრძეს.
