“რა გაგიხდათ ერთჯერადი, ერთთეთრიანი პარკები, ყველა მყიდველს რომ არ ჰკითხოთ: “პარკი გინდათ?” , – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძნარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ნიკორა • Nikora , არ ვიცი, ვინ არის “ნიკორას” მფლობელი და დირექტორი, ამიტომ, კომპანიას მოგმართავთ:
რა გაგიხდათ ერთჯერადი, ერთთეთრიანი პარკები, ყველა მყიდველს რომ არ ჰკითხოთ: “პარკი გინდათ?”
რომელ საუკუნეში ხართ, რა “პარკი გინდათ?”
აბა, კარაქი და არაჟანი ჯიბით უნდა წაიღოს მომხმარებელმა?!
სირცხვილია, ხალხო, სირცხვილი, ამხელა სუპერმარკეტების ქსელი ფულს ცელოფანის პარკების გაყიდვით შოულობთ!
კონსულტანტები მხრებს იჩეჩავენ, ჩვენ რა ვქნათო, უჯრაშია ერთჯერადი პარკებიო!
ანუ მომხმარებელმა უჯრა უნდა გამოაღოს და პარკი იქიდან ამოიღოს!
ადამიანი 100 ლარის (2 ლარისაც რომ იყოს!) პროდუქტს ყიდულობს და ეკითხებიან: “პარკი გინდათ?”
და 5-თეთრიან პარკსაც მოგყიდიან!
საღ გონებაზე ხართ?!
თუ ხართ, ქენით რამე, ვისაც გეხებათ!
საკუთარი თავი მაინც არ გეცოდებათ, ერთთეთრიანო მილიონერებო?!
მათხოვრებად ნუ იქეცით!
P. S. “ნიკორას” გარდა, ასეთი რამ არსად მინახავს და, იმედია, იქაც აღარ ვნახავ!
ან საერთოდ აღარ ვნახავ! “ნიკორას”!“