ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა მსახიობ თამარ მაყაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
“აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხსდებ თამარ მაყაშვილს და რუსკას – რა სპექტაკლებიდან მოხსენით, ხომ არ გაჟრიალებთ, რაღა თამარს და რუსკაზე გადატყდა მთელი საქართველოს უიღბლობა? სომხების გამოთქმაა: ამენ პარე თამამელა, მენაცელა შოლო-ლოლო – ყველა ცეკვა გამოგვსვლია, დაგვრჩენია შოლო-ლოლო
რა შოლო-ლოლო გამართეთ, ქალები ნახეთ???
გაუპატიურებულ გაუბედურებულ ქართველებს მოუხადეთ ჯერ ბოდიში…თან ბოდიში მოიხადა იმდენჯერ, რა იყო, გაგიჟდით საერთოდ??? მოკლედ რა….“ – წერს იუნა შაფათავა.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ერთ-ერთი სტუმარი მსახიობი თამარ მაყაშვილი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „გავიხედე და კატოს აცვია ხულელი ბავშვით, ეს საშინელი, ბეშუმური კაბა”.
მოგვიანებით, მსახიობმა ნათქვამის გამო ბოდიში მოიხადა. დღეს ცნობილი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მაყაშვილი მის მიერ გამოთქმულის გამო, სპექტაკლიდან ჩახსნეს.