ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და ბიზნესკონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი, ძმის, მეცნიერ ავთანდილ გოგიჩაიშვილის წარმატებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ქართველი მეცნიერის მორიგი აღიარება. მეხიკოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორს, ავთანდილ გოგიჩაიშვილს 2022 წლის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა არქეომეტრიის განხრით მისი განსაკუთრებული წვლილისთვის მეზოამერიკული კულტურული მემკვიდრეობის არქეომატნიტურ კვლევებში.
ეს არის მე-5 ასეთი ინტერნაციონალური ჯილდო, წინა 4 გეოფიზიკაში და ახლა უკვე სხვა დისციპლინაში!“ – წერს დავით გოგიჩაიშვილი.