მარსზე ოკეანის კვალი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებებს, რომ დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ წითელი პლანეტის ზედაპირზე არსებობდა ასობით ათას კვადრატზე გადაჭიმული ოკეანე. მტკიცებულებად მოიშველიეს ის ფაქტი, რომ სანაპირო ხაზს განსხვავებული ტოპოგრაფიული ნიშნები აქვს, რაც მარსის თანამგზავრულ არაერთ ფოტოში შეამჩნიეს, ასევე შესაძლებელს ხდის მარსის რელიეფური რუკის შექმნის. სამდინარო ქანები 6500 კილომეტრზე აღრიცხეს.
მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის Mars Reconnaissance Orbiter-ის 2007 წელს მოძიებული ინფორმაციის დახმარებით, გამოიკვლიეს ქედის სისქე, ასევე კუთხეებისა და ადგილმდებარეობის, რათა უკეთ აღექვათ შესასწავლი ზონა: ტოპოგრაფიული დეპრესია მარსზე, რომელსაც აეოლის-დორსა დეპრესია ეწოდა. ეს ყველაფერი მიუთითებს მარსზე სიცოცხლის ძებნის შესაძლებლობაზე. კარდენასი ამბობს, რომ ამ აღმოჩენაზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყო პერიოდი , როცა ატმოსფერო იქნებოდა ძალიან სქელი, პლანეტა კი საკმარისად თბილი, რომ თხევად ოკეანეს ეარსება. “სულ უფრო მეტ კვალს ვაწყდებით იმისა რომ მარზე წყალი და სიცოცხლე იყო მაგრამ სად წავიდა ეს წყალოი არავინ იცის” – განაცხადა მან.