Friday, November 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთი წლის თავზე საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია იდეის დასაცავად იბრძოლოს”- ლევან ცუცქირიძე

November 28, 2025
“ერთი წლის თავზე საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია იდეის დასაცავად იბრძოლოს”- ლევან ცუცქირიძე

ერთი წლის თავზე როგორც ვხედავთ, საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის, იდეის დასაცავად იბრძოლოს , – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “ინტერპრესნიუსს” საპროტესტო აქციის მსვლელობისას განუცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას ურჩევნია ქვეყანა იყოს იზოლირებული, მეგობრებისგან მიტოვებული, რათა უფრო ადვილად ჩაიგდოს ხელში და ბოლომდე გამოწუროს საკუთარი კორუფციული მიზნებისთვის.

“ერთი წლის თავზე როგორც ვხედავთ, საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის, იდეის დასაცავად იბრძოლოს და რომელსაც არ სჭირდება ბელადები. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლებას ჯერ კიდევ ინარჩუნებს კორუმპირებული და ავტოკრატიული ორგანიზაცია “ქართული ოცნება”, ქართული საზოგადოება მისგან სრულიად საპირისპიროა, ის დემოკრატიული, მრავალფეროვანი და მებრძოლი საზოგადოებაა”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება პროტესტი გაგრძელდეს, ცუცქირიძე პასუხობს, რომ “პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც რუსთაველზე, ისე სხვა ქალაქებში”.

“ამ პროტესტმა მოიტანა პირველ რიგში, ჩვენი შეკავშირება, ჩამოყალიბება სოლიდარულ და მებრძოლ საზოგადოებად, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ როგორც ვთქვი, “ქართულ ოცნებას” სრულიად აქვს ლეგიტიმაცია დაკარგული, მას აღარ აქვს აღარც დემოკრატიული ლეგიტიმაცია, აღარც საერთაშორისო და აღარც მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ამიტომ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, როგორც რუსთაველზე, ისე სხვაგან, სხვა ქალაქებში. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა მოვიმხროთ ამ პროტესტში. ამ რეჟიმს აღარაფერი დარჩა, რაც მას ამაგრებს შიშია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ეს პროტესტი, ეს გმირული ბრძოლა, სწორედ ამ შიშს ამსხვრევს, საბოლოოდ ეს შიში გატყდება ყველგან”,- განაცხადა ცუცქირიძემ.

დღევანდელი საპროტესტო აქცია-მსვლელობა უკავშირდება 1 წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნორვეგია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ”- ნორვეგიის საგარეო უწყება
  • “ერთი წლის თავზე საზოგადოება ჩამოყალიბდა, როგორც მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია იდეის დასაცავად იბრძოლოს”- ლევან ცუცქირიძე
  • რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – რა ხდება ადგილზე – “მეტრონომის” ფოტოკოლაჟი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge