BBC-ის ცნობით, ქალს, რომელმაც საკუთარი მეგობარი მოკლა, შემდეგ კი თავი მოკვეთა და სხეულის ნაწილები ჩემოდანში ჩააწყო, სასამართლომ 34 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
38 წლის ჯემა მიტჩელმა 67 წლის მე კუენ ჩონგი საკუთარ სახლში ლონდონში 2021 წლის ივნისში მოკლა.
გამოცემის ცნობით, მიტჩელი გახდა პირველი მკვლელი, რომელსაც სატელევიზიო განაჩენი გამოუტანეს ინგლისსა და უელსში, მას შემდეგ რაც შეიცვალა წესები სასამართლო დარბაზებში კამერების შეშვებასთან დაკავშირებით.
”მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ თქვენ უკიდურესად ცბიერი ხართ. თქვენ არანაირ სინანულს არ გამოხატავთ და, როგორც ჩანს, თქვენ სრულ უარყოფთ ბრალს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, იყო თქვენს წინააღმდეგ აბსოლუტური მტკიცებულებები”,- თქვა მოსამართლემ.
მოკლულის ცხედარი სალკომბის ტყეში იპოვა დამსვენებელმა, ხოლო მისი თავი იქვე აღმოაჩინეს რამდენიმე დღის შემდეგ.
პროკურატურა ამტკიცებდა, რომ მიტჩელმა დაუცველი ქვრივის მკვლელობის გეგმა შეიმუშავა მას შემდეგ, რაც მას ეკლესიის ჯგუფის მეშვეობით დაუმეგობრდა.
მათი ვერსიით, როდესაც ჩონგმა უარი თქვა 200 000 ფუნტის მიცემაზე, რათა გადაეხადა დანგრეული 4 მილიონი ფუნტი ღირებულების სახლის რემონტი, მიტჩელმა მოკლა იგი და გააყალბა ანდერძი, რათა მიეთვისებინა მისი ქონება.
სასამართლოს დასასრულს, ბრალდებულის დედამ, ჰილარი კოლარდმა თქვა, რომ ის “აბსოლუტურად შეწუხებულია” იმის გამო, რომ მისი შვილი გაასამართლეს ასეთი მცირე მტკიცებულებების საფუძველზე და პირობა დადო, რომ გაასაჩივრებს. ის ამტკიცებდა, რომ ჩემოდანში ცხედარი არ იყო და მასში ეწყო “ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და პირსახოცები”.