რუსეთი უკვე არა ერთმა ცნობილმა ბრენდმა დატოვა. მათ რიცხვს სწრაფი კვების ობიექტი KFC-იც დაემატა.
KFC-ის მფლობელმა, Yum!Brands-ის ჰოლდინგმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთში თავისი 70 რესტორნის გაყიდვაზე.
KFC-ის ნაცვლად, რუსეთის ქალაქებში კომპანიის რუსი პარტნიორის, Food Service-ის სწრაფი კვების რესტორნები დაიწყებს მუშაობას.
Yum!Brands რუსეთში ფლობდა 70 ქსელურ რესტორანს, ყველა მათგანი გადაეცემა Food Service-ს. საერთო ჯამში, რუსეთში დაახლოებით KFC-ის ათასი რესტორანია. თითქმის ყველა მათგანს დამოუკიდებელი მფლობელი ჰყავს.