Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ არანაკლებ ამცირებდა ნეკა თავის ქმარს… არც ბანკიდან გამოთხოვილ ჩანაწერებში ჩანს, რომ ბასილაშვილი მას ბარათებს უბლოკავდა” – მეტრეველი

October 25, 2022
“ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ არანაკლებ ამცირებდა ნეკა თავის ქმარს… არც ბანკიდან გამოთხოვილ ჩანაწერებში ჩანს, რომ ბასილაშვილი მას ბარათებს უბლოკავდა” – მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნელი (ნეკა) დოროყაშვილის დავასთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს:

“ესე იგი, რადგან ყველა თავისებურად ჰყვებოდა რა თქვა ბასილაშვილის მოსამართლემ და ვერაფერი გავიგე, არ დავიზარე, გადავახვიე,  ვუსმინე და თქვენთვისაც ჩავინიშნე მისი მთავარი არგუმენტები, რათა ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მაინც იმსჯელოთ.

მაშ ასე, რა თქვა მოსამართლემ:

1. პირველი ბრალი: ფსიქოლოგიური ძალადობა გამოხატული სიტყვიერ შეურაცხყოფაში –

იყო ჩანაწერებიო, სადაც ნიკოლოზი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნეკას,  მაგრამ ამავე ჩანაწერებიდან ჩანდა, რომ არანაკლები შეურაცხმყოფელი, დამამცირებდლი  და არაეთიკური სიტყვებით მიმართავდა ნეკა ქმარს და დაცვის მხარემ წარმოადგინა ფსიქოლოგიური დასკვანა, რომლის მიხედვიც ბასილაშვილმა ამ დროს განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვაო.  ეს ბრალდრბამ ვერ გააბათილაო.
პლუს სიტყვიერი შეურაცხყოფა რომ სისხლის სამრლებრივად დასჯადად შევაფასოთ, მას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი დროის მცირე მონაკვეთში, რაც არ დასტურდებაო.

2. შემდეგი ბრალი: ეკონომიკური ძალადობა, რაც  გამოიხატებოდა,  ბარათის სისტემატურ დაბლოკვაში და უსახსროდ დატოვებაში –  ნელის ჩვენებითო,  ეს ხშირად ხდებოდაო და ასევე მოხდა ამერიკაში ყფნის დროსაცო, რის შემდეგაც იძულებული გავხდი  დახმარება მიმეღო მამის მეგობრისგანო. სასამართლო  დაინტერესდა, ვინ იყო ეს მამის მეგობარიო, თუმცა სასამართლოს გასაოცრად, დაზარალბულმა არ დაასახელა ამ ადამიანის ვინაობა, რითაც დაცვის მხარეს მოუსპო გამოძიების ჩატერების საშუალებაო. შესაბამისად იმთავითვე გაჩნდა ეჭვი დაზარალებულის სანდოობაშიო.

ასევე ბანკიდან ამონაწერები გამოვითხოვეთ,  მაგრამ არცერთში არ ჩანს რომ ეს ბარათი როდესმე იბლოკებოდაო. ბრალდებამ ვერც თავის მხრივ წარმოადგინა სხვა მტკიცებულება ბარათების დაბლოკვისო.

3. შემდეგი ბრალი: გენდერული დისკრიმინაციაო – ნელი ამბობდაო, რომ ქმარი უშლიდა მუშაობასო. ბასილაშვილის დედამ წამროუდგინა სასამართლოს მიმოწერებიო, სადაც ნელი წერს, რომ სამსახური მას ხელს არ უწყობს, რომ ნიკოლოზს გაყვეს ტურნირებში და ამიტომ უნდა სამსახურიდან წამოსვლა და რა შუშია დაშლაო.

ასევე თურქეთში ჰქონდა კონტრაქტი ნელის და მის დარღვევშიც ქმარს ადანაშაულებდაო, მაგრამ სასამართლოს წარმოუდგინეს ნელის კიდევ ერთი მიმოწერაა. სადაც ნელი იმ პიროვნებას წერს,  რომ მას ძალიან ენატრება შვილი და ქმარი და ამიტომ უნდა წამოსვლა თურქეთიდანო.

ასევე ნელი ამბობდა, რომ ქმარი სიგარეტის მოწევას მიკრძალავდაო, მაგრამ ფარულ ჩანაწერში ჩანს, რომ ნიკა ზოგადად კი არ უკრძალავს მოწევას, არამედ ეუბნება, რომ ჩემს მოსვლამდე მოწიე, სპორტსმენი ვარ, ჯანსაღად ვცხოვრობ და არ მინდა კვამლს ვსუნთქავდეო.

4. შემდეგი ბრალი: ფიზიკური ძალადობა, სადაც სასამართლოს ჰქონდა მოლოდონი რომ ყველაზე მეტი მტკიცებულება იქნებოდაო.

პირველი ეპიზოდი იყო ამერიკის ეპიზოდი, სადაც დაზარალებული ამბობდა, რომ საათი-საათნახევარი გრძელდებოდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, ხელებით და ფეხებით. თმითაც მათრიაო. შემდეგ ჩავწექი ლოგინში და დავიწყე ვიდეოს გადაღება, რა დროსაც ჩოგნებით სავსე ჩანთა ჩამარტყაო. სასამართლოს გაუჩნდა მოლოდონი, რომ ამ ამბის მერე ნელი ამეირკაშივე წავიდოდა პოლიციაში და წარადგენდა ამ ჩანაწერსო, მაგრამ ორი წელი ინახა და ახლა წარმოადგინა საქართვრლეშიო.

ნელი არ მიდის პოლოციაში და მიდის მეგობრის დაბადების დღეზე, სადაც მას  არავისთვის არ უთქვამს, რომ იყო ძალადობის მსხვერპლიო, მხოლოდ დედამილს ლანძღავდა და არკვევდა მისი ქმარი სად წავიდა, ვღელავ ნიკოლოზზეო. ასევე დაბადების დღეზე მყოფი ხალხი ამბობს, რომ ნელის სხეულის ხილულ ნაწილებზე არანაირი ძალადობის კვალი არ ეტყობოდაო.

წარმოდგენილია ასევე იმ დღეს გადაღებული ფოტო, სადაც ასევე არ ჩანს ძალადობის კვალიო. ნელი რომ იმ დღეს პოლიციაში წასულიყო, ექსპერტიზის დასკვნა მაინც გვექნებოდა, მაგრამ არ წავიდაო.

რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერს, იქ აშკარა ძალადობის ფაქტი არ ჩანსო. სასამართლოს ჰქონდა მოლოდონი, რომ ბრალდება წარმოადგენდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იტყოდა, კადრებზე ჩანდა, თუ არა ძალადობა, მაგრამ ასეთი ექსპერტიზა არ წარმოადგინესო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საბოლოო სიტყვაში ყველანაირი ძალადობა უარყო და  თქვაო, რომ ის თავად იყო ნელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რამე თუ მასზე ხორციელდებოდა ტოტალური  კონტროლი, რადგან ნელი ეჭვიანობდა ყველაზე, ყველა მიმოწერას მიკონტროლებდა და მოითხოვდა, მხოლოდ იმ ხალხთან მემეგობრა, ვინც მას მოსწონდაო.

ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებად ერთი ფოტო წარმოადგინეს ჩალურჯების, სადაც კიდური ჩანს, მაგრამ არ ჩანს სახე ანუ ვერ დგინდება, ვინაა ასახულიო

რაც შეეხება ბოლო ეპიზოდს (რის მერეც ნელიმ პატრული გამოიძახა და დააკავეს ნიკოლოზი), იმ დღეს ბავშვი მამას ჰყავდა წაყვნილი ავჭალის სახლშიო. რადგან ნელის მოთხოვნით ნიკას დედაზე ადრე იყო გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, იმ სახლში მისვლის სურვილი მას წესით არ უნდა გასჩდნოდაო. ასევე იმ სახლში იყო ნიკას ახალი მეგობარი გოგონაც და ბასილაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ნელი რაღაც პროვოკაციას გეგმავდაო.  ამის მერე ნიკამ თავის ძმას დაურეკა და თხოვა ვიდეო-სათვალთვალო კამერა ეყიდა და სახლთან დაემონტაჟრბინაო. საღამოს მიდის ნელი და იქ მართლაც ადგილი აქვს უთნახმოებასო. რა დროსაც ნელის მტკიცებით, ის გახდა ფიზკური ძალადობის მსხვერპლიო. საპორწონედ დაცვის მხარემ წარმოადგინა ვიდეო-სათვალთვლო კამერის ჩანაწრრი, რომელზე არ ჩანს ფიზიკური ძალადობაო.

ამის მერე ნელი წავიდა ტაქსით და ტაქსიდან დარეკა 112-შიო და უთხრა, რომ ძალადობა მოხდაო. ოპერატორი ეკითხება, სასწსრაფო ხომ არ გინდაო, ნელიმ იუარა სასწრაფოს გამოძახებაო. მაგრამ 112 -მა მაინც გამოიძახაო. სასწრაფოს ექიმი ამბობს, რომ ნელის კანზე ქონდა ესკორიაცოა,  როცა ექსპერტმა თქვა სისხლნაჟღენთი იყოო. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ადრინდელი ხომ არ იყო ეს ესკორიაციაო.

რაც შეეხება სიხლნაჟღრეთს, ჩანაწერში ჩანს, რომ ნელის ხელში ბავშვი უჭირავს, რომელიც მოძრაობს და შეიძლება ბავშვს მიეყენებინა ეს ჩალურჯებაო. ასევე არაა გამორიცხული, რომ ნიკას და ნელის კონტაქტის დროს, როცა ბავშვს აწვდის, ნიკასგანაც მიეღო ეს სისხლნაჟღენთი, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩანაწერში არსად ჩანს, რომ ნიკა განზრახ აყენებს რაიმე დაზიანებასო.

შესაბამისად ამ ეპიზოდშიც არ იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც დაადასტურებდა ნიკოლოზის მხრიდან ძალადობასო.

ეს თქვა მოსამართლემ.

დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.

რამდენი ვწერე” – წერს მეტრეველი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტემპერატურა ყველაგან დაიკლებს” – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • “ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!” – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge