Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი გავხდებოდი, საკუჭნაოში ჩამკეტეს და მოკვლას მიპირებდნენ” – ემიგრანტი ქალის სულისშემძვრელი ისტორია

October 24, 2022
“ვერ წარმოვიდგენდი, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი გავხდებოდი, საკუჭნაოში ჩამკეტეს და მოკვლას მიპირებდნენ” – ემიგრანტი ქალის სულისშემძვრელი ისტორია
,,დამირეკეს, რომ იყო დიპლომატების ოჯახი. 41 წლის ქალი ვარ და ასეთი გიჟი ცხოვრებაში არ მინახავს. ვიცოდი, რომ უნდა მოვეკალი. დეტალებს რომ ვიხსენებ, არ ვიცი… არ ვიცი, როგორ გადავრჩი, თავი როგორ გადავირჩინე… საკუჭნაოში მომათავსეს…” – ყვება ქალი, რომელმაც ბელგიაში ჯოჯოხეთი გაიარა.
თუ რა მოხდა, ამის შესახებ ანნა ბალამწარაშვილმა დაწერა:
,,საშინელი საღამო იყო დღეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბელგიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველის დაცვა მომიხდებოდა. საქმე შემდეგშია: თურქეთიდან ეგრეთ წოდებულმა დამსაქმებელმა ბელგიაში ,,სამუშაოდ” გამოუშვა ქართველი ქალბატონი. უთხრა, რომ ოჯახი, რომელშიც იცხოვრებდა,  მოაგვარებდა მისთვის ბელგიაში მუდმივი ცხოვრების საბუთის გაკეთებას. მოკლედ, უზრუნველყოფდა ყველაფრით. დაზღვევა კი გაუკეთა მხოლოდ ერთი კვირის (სავარაუდოდ, ყალბი), თან თურმე სტამბულიდან ბელგიამდე მისი ჩამოყვანა 3000€ დაუჯდა, მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმაა ამ დროს.
ოჯახი (თურქების, მე როგირც მივხვდი, მეუღლე ჰოლანდიელი თურქია), სადაც ეს ქალბატონი მოხვდა, აღმოჩნდა ჯოჯოხეთი ბელგიაში. დღეს საღამოს მეგობართან საუბრისას ამ ქალბატონს თავზე დაააცხრა ოჯახის დიასახლისი და ფიზიკურად შეეხო. ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, თუ ვინმეს რამეს ეტყოდა. როცა მიხვდა, რომ იწერდა მეორე მოსაუბრე, სულ გადაირია და ტელეფონი წაართვეს. შემდეგ როგორც აღმოჩნდა, სარდაფში ჩაკეტეს. ამ შუალედში მოასწრო ამ ქალბატონმა და მეგობარს შველა სთხოვა, მან კი მე დამირეკა. ვაცნობეთ პოლიციას, სასწრაფოდ მივიდნენ იმ ოჯახში და გამოიყვანეს ეს ქალბატონი ოჯახიდან.
მადლობა ბელგიელ პოლიციელებს, ზედ გადაჰყვნენ, რომ იტყვიან, დააბინავეს. ვეცდებით, დაბრუნდეს სტამბოლში ისევ. საქმე იმაშია, რომ ამ ვიდეოს გარდა არაფერი გვაქვს ხელთ, რითიც დადასტურდება ტრეფიკინგი საქმის დასაწყებად. პოლიციის მისვლის შემდეგ პასპორტი დაუბრუნეს და აქეთ დაადეს ვალი ამ საცოდავ ქალს. მესმის, რომ სიდუხჭირე ძალზედ ცუდი მრჩეველია, მაგრამ იქნებ ბოლომდე გაარკვიოთ, სად და რისთვის მიდიხართ. კარგი, ამ ადამიანმა გამოასწრო დღეს და გადაურჩა უბედურებას, სხვა გადაურჩება თუ არა, არ ვიცი.
მარტო ღმერთმა იცის, რა გადავიტანე ამ საღამოს. მადლობა ჩემს შვილს, ელენეს, რომ შეძრა დიდი და პატარა. ფრთხილად იყავით, რისკი ყოველთვის გამართლებული არაა!”.
წყარო: sarkenews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სევდის მომგვრელია…” – რაზე წერს გია ხუხაშვილი
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა? – უახლესი პროგნოზი
  • როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა და როდის დაუბრუნდება მოედანს – უახლესი ინფორმაცია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge