“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, ჩემს საყვარელ დედას, აიმანი ნესიევნას ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცა” – ამის შესახებ ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ავრცელებს.
“მას ეს ჯილდო მიენიჭა აქტიური სოციალური მუშაობისთვის. ძალიან მიხარია და უზომოდ მადლობელი ვარ ვლადიმერ ვლადიმროვიჩისთვის დედას მიერ განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობის დაფასებისთვის” , – ამბობს კადიროვი.