ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხერსონის მუსიკალური თეატრის მთავარ დირიჟორზე. იური კერპატენკოზე წერს:
“ხერსონის მუსიკალური თეატრის მთავარმა დირიჟორმა იური კერპატენკომ მტკიცე უარი განუცხადა ოკუპანტებს ჩაეტარებინა მათთვის კონცერტები და ეთანამშრომლა რუსულ მხარესთან, რის გამოც იგი თავისივე სახლში დახვრიტეს…
ვუთანაგრძნობ უკრაინის მუსიკალურ საზოგადოებას და ამავდროულად კიდევ ერთხელ ვუთვლი მათ, რომ ისინი წარმოადგენენ გმირებით სავსე ქვეყანას, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს!!!” – წერს რაჭველი
195 ნახვა