Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ომი რომ დამთავრდება, ნახავთ, რამდენი უკრაინელი იქნება გამდიდრებული – მეუფე იაკობი

October 9, 2022
ომი რომ დამთავრდება, ნახავთ, რამდენი უკრაინელი იქნება გამდიდრებული – მეუფე იაკობი

ევროპიდან დაბრუნებულმა მეუფე იაკობმა მრევლს პირველი ქადაგებით მიმართა. ბოდბელი ეპისკოპოსი დღეს, ძირითადად, უკრაინის გარშემო საუბრობდა. ტაძარში შეკრებილებს დღეს ის არწმუნებდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ბევრი უკრაინელი გამდიდრდა, თუმცა ვის გულისხმობდა, არ დაუკონკრეტებია.

სასულიერო პირმა ქადაგებაში არც დასავლელი პარტნიორები დაინდო.

“რუსი რომ ოკუპანტი იყო და ოკუპაცია აქვს ჩვენი ქვეყნის დიდი ტერიტორიაზე გაკეთებული, ყველამ ვიცით, ხომ? მაგას ვინ დამალავს? მაგრამ შეხედეთ მეორე მხარეს, რა ხდება. ვისთანაც ვიდექით, სოლიდარობა გვქონდა, უკრაინა იყო თუ დანარჩენი პროგრესული მსოფლიო, რა ხდებოდა იქ? იქ ხდებოდა ის, რომ როდესაც ევროკავშირის კანდიდატობაზე იყო საუბარი, რამდენიმე ბალტიისპირელი გამოვიდა, დეპუტატი დღევანდელი ევროპარლამენტის და როგორ გვებრძოდა… ასევე, მინისტრის მოადგილე უკრაინიდან, „საქართველო არ უნდა მიიღოთო…“ პოდოლიაკი იყო, იმავეს იძახდა, არესტოვიჩი იგივეს იძახდა. ომში ბევრი ფულს შოულობს. მერე ომი დამთავრდება, ნახავთ რამდენი უკრაინელი გამდიდრდა , სამწუხაროდ, ამ ომში. ისინიც კი საქართველოს უტევენ,” – თქვა მეუფე იაკობმა.

ბოდბელს ეპისკოპოსს საკუთარი ქადაგებაში არც ოპოზიცია გამორჩა. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები დესტრუქციულად იქცევიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთაც.

“ეკლესია, ყოველთვის ვამბობთ, რომ „შევრიგდეთ“. შეხედონ, ერთი და იგივე ძალაა, რომელსაც შერიგება არ უნდა, რომელიც სხვა ძალებს ეფარება. თორემ რამდენი ის არის… პოზიციაა თუ ოპოზიცია, თუნდაც იმ ოპოზიციაში, ვინც დღეს ებრძვის საქართველოს, გარეთ გადის, იმას იძახის, რომ „არ მიიღოთ“. მე ამას გეუბნებით , რაც იმათგან ვიცი, უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიდან. გადიან დ ა კიდევ იმას ლაპარაკობენ, რომ ინვესტიციები არ ჩაიდოს საქართველოში. ერმა მაშინ ერთ არჩევნებზე კი არ გითხრათ უარი, ზოგადად გითხრათ საქციელზე უარი,” – თქვა სასულიერო პირმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge