სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ტორინო“ 3:1 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელიც მიმდინარე ტურნირზე, ეს მის მიერ გატანილი მეხუთე გოლი იყო.
მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია მატჩის მიმდინარეობის 81-ე წუთზე შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ კვარცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ნაპოლი“ 20 ქულით ლიდერია და 4 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამში „აიაქსს“, 9 ოქტომბერს კი იტალიის ჩემპიონატზე გასვლაზე „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება.