დღეს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დაბადების დღეა. „ვალენსიას“ ფეხბურთელი 22 წლის გახდა.
როგორც სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თამაში პროფესიულ დონეზე 8 წლიდან დაიწყო და მოტივაციას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი აძლევს.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის თვეში, ესპანეთის ჩემპიონატმა საკუთარ არხზე ტოპ 5 მოგერიება გამოაქვეყნა, სადაც მამარდაშვილიც მოხვდა. საუკეთესო 5 მოგერიებაში ქართველი მეკარის 2 „სეივი“ მოხვდა, ორიდან ერთი კი პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეულში მამარდაშვილი მეორე ადგილს იკავებს.
1 – ხვიჩა კვარაცხელია – (ნაპოლი) 35,00 მილიონი ევრო
2 – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 20,00 მილიონი ევრო
3 – საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი) – 4,30 მილიონი ევრო
4 – დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) – 3,0 მილიონი ევრო
5 – გიორგი მიქაუტაძე (მეცი) – 2,0 მილიონი ევრო
წყარო: “პრაიმ ტაიმი”
105 ნახვა