უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს“

September 28, 2022
„სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს“
Share on FacebookShare on Twitter

დენის სუეტინის და 4 წლის ტასოს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

ავიაბილეთები

19 წლის დენის სუეტინის და 4 წლის ტასოს მუსიკალური ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ძალიან მოკლე ხანში პოპულარულიც გახდა. „რა პატარა, რა ლამაზი და საყვარელი ბავშვია, შენ შემოგევლე“, „ეს ბიჭი სულს მითბობს, ისეთი საყვარელია, როგორი სითბო მოდის“, „რა ჰქვია ამ ბიჭს და რა გვარია, იცის ვინმემ?“ „საყვარელი და ნიჭიერი მამა-შვილი“, – ასე გამოხატავდნენ ემოციებს სოციალური ქსელის მომხმარებლები. გადავწყვიტეთ, უფრო მეტი გაგვეგო დენისისა და ტასოს შესახებ.

– როდესაც ემოცია გულწრფელია, ამას ხალხს ვერ გამოაპარებ. ალბათ ამიტომაც ჰქონდა ჩვენს ვიდეოს უამრავი ნახვა და ამიტომ გვწერდნენ სიყვარულით სავსე კომენტარებს. ეს არ იყო ჩემი პირველი ვიდეო და სიმღერა, პირველი იყო „ინდივიდი“ და „ახლა პატარა ქალაქში“, რომლებიც სოციალურ ქსელებში აიტაცეს. ჩემს “იუთუბ”-არხზე 50-მდე სიმღერა დევს. ყველაფერს თვითონ ვაკეთებ, მელოდიების გარდა. მელოდიებს ძირითადად, “იუთუბიდან” ვიღებთ ან ვყიდულობთ. ასე იქმნება ტრეკები. მთავარია, მელოდიამ შეგვიქმნას საჭირო განწყობა. ტექსტს თვითონ ვწერ, ჩემს აზრებსა და ემოციებს ჩემზე უკეთ სხვა ვერ გადმოსცემს.

– მუსიკის სიყვარული ოჯახიდან მოდის?

– დედა ქართველი მყავს, მამა – რუსი, ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. დავიბადე და გავიზარდე ქობულეთში. დედაჩემმა ჩემს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან მამის გარეშე ვიზრდებოდი. მამამ რომ დამტოვა, ძალიან პატარა ვიყავი, 5 წლისა კი დედის გარეშეც დავრჩი, რადგან ემიგრაციაში წავიდა. ჩემ გამო გადაწყვიტა ასე, ჩემი წარმატებებისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ამიტომაც, ის ჩემთვის ყველაფერია. ვიზრდებოდი მამაჩემის დედასთან, მანაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აღზრდაში ისევე, როგორც დედას ოჯახმა. ახლა მარტო ვცხოვრობ.

მუსიკასა და ხელოვნებასთან არანაირი პროფესიული შეხება არ ჰქონიათ ჩემებს, ერთადერთი, სიმღერის მოსმენას მასწავლიდნენ. რაც მაშინ მოდაში იყო, იმას ვუსმენდი. 9 წლისას მინდოდა, როგორც მე ვუსმენდი სხვის სიმღერებს, ისე მოესმინათ ჩემთვისაც. 10 წლისამ დავიწყე მუსიკის წერა, მერე ცოტა ხნით თავი დავანებე და 16 წლისამ უკვე სერიოზულად დავიწყე იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარდა. პირველი სიმღერა “ნოუთბუკის” მიკროფონში ჩავწერე, ძალიან საწვალებელი იყო. ერთი სიმღერის ჩაწერასა და დამუშავებას 5 დღე მაინც სჭირდებოდა. პირველი სიმღერა რომ ავტვირთე, უცებ გაიგო ყველამ, – დენისმა სიმღერა დაიწყოო. ქობულეთი პატარა ქალაქია და აიტაცეს. მოსწონდათ, უსმენდნენ და მეც ძალიან მიხაროდა, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი ასე კარგად მიიღეს. ოჯახის წევრებმა დაინახეს სიყვარული მუსიკის მიმართ და აპარატურა მიყიდეს. ადრე თუ რამდენიმე დღე უნდოდა ერთი სიმღერის ჩაწერას, ახლა ნახევარ საათში იწერებოდა, დამუშავებაც ადვილი იყო. ეს ყველაფერი თვითონ ვისწავლე, რადგან არ მინდოდა, ვინმეზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. ნელ-ნელა განვვითარდი. პოპულარული რომ გახდე, უნდა გაგიმართლოს კიდეც, საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდე. პირველი სიმღერა, რომელიც ხალხმა აიტაცა, მხოლოდ ჩვენმა რამდენიმე მეგობარმა იცოდა. ერთ-ერთმა პატარა მონაკვეთი დადო, მერე ვიღაც გოგომ “ტიკ-ტოკზე” ატვირთა ფოტოები კოლაჟისთვის და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, მთლიანი სიმღერა დაგვედო. უცებ დააგროვა 100 000 ნახვა, თან ის პერიოდი იყო, როდესაც ახალი დაწყებული მქონდა ქართულენოვანი სიმღერები. რაკი საქართველოში ცხოვრობ, უნდა იმღერო ქართულად, ასე ვფიქრობ.

– წარმოშობის გამო გქონიათ პრობლემები?

– რუსული გვარის გამო თითქოს ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ აქ, საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ამ მიწაზე დავდივარ და ქართული ტრადიციებით ვცხოვრობ, სახელსა და გვარს ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს? ჩემს ერთ სიმღერაში არის ასეთი ფრაზა: „სახელს და გვარს ნუ უყურებ, ქართულს დავატარებ სულს“… ეს არის ჩემი სათქმელი.

– როგორ ჩაიწერა ვიდეო ტასოსთან ერთად და ვინ არის ეს პატარა გოგონა?

– ტასო ჯერ 4 წლისაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. დედამისი, ჩემი მეგობარი მარიამ ქირიაც მუსიკოსია. მე და ტასოს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ჩემი პატარა ვარსკვლავია, ყველა ჩემი სიმღერა იცის. ერთხელ მარიამმა მითხრა, მოდი, ვიდეო გადავიღოთ და დავდოთო. ვიდეოს გადაღებისას 1-2-ჯერ იტირა, ტასოს ემოციებს რომ უყურებდა… არ გვეგონა, თუ სიმღერა ასე უცებ გახდებოდა პოპულარული. მანამდე ჩემი და ჩემი საცოლის ვიდეოთი გაიცნო მსმენელმა ეს სიმღერა. ჭეშმარიტი და წმინდა გრძნობები ალბათ ყველამ კარგად იგრძნო. დღეში 100 000 ნახვა ემატებოდა, მერე ტასოსთან ერთად გადაღებული ვიდეოც დაემატა და ყველას კიდევ უფრო შეუყვარდა სიმღერა – „გელოდები“.

– თვითონ ტასო რას ამბობს, მოსწონს პოპულარობა?

– ძალიან ამაყია და მოსწონს, რომ ცნობენ.

წყარო: kvirispalitra.ge

 479 ნახვა

სხვა ამბები

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

May 29, 2023
“ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ lარას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს… მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს” – ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მასწავლებლის უმძიმესი პოსტი

“ისე შემეშინდა თვალი რომ მოვკარი, მთელმა ადამიანურმა სისაზიზღრეებმა ერთად გამირბინა თვალწინ” – რას წერს დომენიკ მანგო?
საზოგადოება

“ისე შემეშინდა თვალი რომ მოვკარი, მთელმა ადამიანურმა სისაზიზღრეებმა ერთად გამირბინა თვალწინ” – რას წერს დომენიკ მანგო?

May 29, 2023
12 წლის ბავშვი არაგვში დაიხრჩო
საზოგადოება

12 წლის ბავშვი არაგვში დაიხრჩო

May 29, 2023
“44 წლის მანძილზე 2 ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი” – ზურა ხაჩიძე
საზოგადოება

“44 წლის მანძილზე 2 ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი” – ზურა ხაჩიძე

May 29, 2023
“სოსო ცოცხალია, სურათი ამ წუთსაა გადაღებული“ – დათო ლორთქიფანიძე
მოგზაურობა

“სოსო ცოცხალია, სურათი ამ წუთსაა გადაღებული“ – დათო ლორთქიფანიძე

May 29, 2023
შემდეგი ამბავი
უფალმა მაინც წაიყვანა თომა

რა გახდა პატარა თომას გარდაცვალების მიზეზი

ლარი კვლავ გაუფასურდა – ვალუტის კურსი

ლარი გამყარდა – ვალუტის კურსი

პოპულარული

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

34 mins ago
“ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ lარას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს… მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს” – ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მასწავლებლის უმძიმესი პოსტი
საზოგადოება

“ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ lარას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს… მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს” – ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მასწავლებლის უმძიმესი პოსტი

1 hour ago
“ისე შემეშინდა თვალი რომ მოვკარი, მთელმა ადამიანურმა სისაზიზღრეებმა ერთად გამირბინა თვალწინ” – რას წერს დომენიკ მანგო?
საზოგადოება

“ისე შემეშინდა თვალი რომ მოვკარი, მთელმა ადამიანურმა სისაზიზღრეებმა ერთად გამირბინა თვალწინ” – რას წერს დომენიკ მანგო?

1 hour ago
12 წლის ბავშვი არაგვში დაიხრჩო
საზოგადოება

12 წლის ბავშვი არაგვში დაიხრჩო

1 hour ago
“44 წლის მანძილზე 2 ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი” – ზურა ხაჩიძე
საზოგადოება

“44 წლის მანძილზე 2 ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი” – ზურა ხაჩიძე

2 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

May 29, 2023
“ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ lარას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს… მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს” – ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მასწავლებლის უმძიმესი პოსტი

“ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ lარას“ არ დაგიწერ… საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს… მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს” – ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მასწავლებლის უმძიმესი პოსტი

May 29, 2023
“ისე შემეშინდა თვალი რომ მოვკარი, მთელმა ადამიანურმა სისაზიზღრეებმა ერთად გამირბინა თვალწინ” – რას წერს დომენიკ მანგო?

“ისე შემეშინდა თვალი რომ მოვკარი, მთელმა ადამიანურმა სისაზიზღრეებმა ერთად გამირბინა თვალწინ” – რას წერს დომენიკ მანგო?

May 29, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In