Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უცებ დედა მომენატრა, ჩავედი კახეთში და გავახარეო… ასე ეზიარა უკანასკნელად” – გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ექიმის კოლეგა

September 24, 2022
“უცებ დედა მომენატრა, ჩავედი კახეთში და გავახარეო… ასე ეზიარა უკანასკნელად” – გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ექიმის კოლეგა

29 ივლისს, გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა – სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო ოპერაციაზე იმყოფებოდა, ჩამოვარდა. შემთხვევას ბორტის რვავე წევრი ემსხვერპლა, მათ შორის იყო სასწრაფო დახმარების ექიმი, ქეთევან გულაღაშვილი, რომელიც ტრაგედიის დროს დაღუპული ერთადერთი ქალია.

მისი კოლეგა, გვანცა ღვინაშვილი ქეთის შესახებ ამბობს:

“სამართლიანი გოგო იყო, მეგობრული და თბილი. უანგარო ექიმი გახლდათ. მუნიციპალურ თავშესაფარშიც მუშაობდა და გიჟდებოდა მოხუც ბენეფიციარებზე. ყველას ისტორია შესწავლილი ჰქონდა და ვისაც შვილები ყურადღებას არ აქცევენ, ქეთი შვილივით ექცეოდა. განიცდიდა მათ ამბავს, ტიროდა. არა მხოლოდ ექიმი, პირველ რიგში ადამიანი იყო. ზედმეტს არავისზე არ იტყოდა. ვინმე თუ აწყენინებდა, პირდაპირ ეტყოდა, კახურად.

იმ დღეს მხიარულები იყვნენ ქეთიც და გიორგიც. დაგვემშვიდობნენ, წავიდნენ და წავიდნენ. მერე ეს შოკის მომგვრელი ამბავი გავიგეთ. არ ვიჯერებდით. არ ვიცი, ეს მდგომარეობა როდის გაგვივლის.

ქეთი 44 წლის იყო. ოჯახი არ ჰყავდა. არ გამიგია, რომ ვინმეს ხვდებოდა. მე ვეხუმრებოდი, შენ გულის კარი გამოკეტილი არ გექნება-მეთქი. თუ უფალს უნდა რაღაც იქნებაო, ამბობდა.

მორწმუნე იყო. 12 ივლისს პეტრე-პავლობას დაბადების დღე ჰქონდა, ეზიარა. მითხრა, ბევრი მირეკავდა, მილოცავდა, მაგრამ მე არავის ნახვა არ მინდოდაო. უცებ დედა მომენატრა, დავჯექი მანქანაზე, ჩავედი კახეთში და გავახარე. კარგა ხანი ვიჯექი ეკლესიის ეზოშიო. ასე ეზიარა საკუთარ დაბადების დღეზე უკანასკნელად და 17 დღეში წავიდა…”, – ამბობს დაღუპული ექიმის კოლეგა.

"უცებ დედა მომენატრა, ჩავედი კახეთში და გავახარეო... ასე ეზიარა უკანასკნელად" - გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული ექიმის კოლეგა

წყარო: “პრაიმტაიმი”

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას?
  • „გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა გამოაცხადა“ – ჩიკვაიძის დედა
  • „12 მაისს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა ამოქმედდეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge