საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“რა გინდათ შვილო ბანკში და თან მძევლებით, განსაკუთრებით მძიმე მუხლს რომ იკიდებთ. აქვე, ყოველი ფეხის ნაბიჯზე კაი ნასუქი მღდვლების ბინები დაილია?”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში მამაკაცი შეიჭრა და 12 პირი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს, ანკესს, ვერტმფრენს და რუსეთის დროშას ითხოვს.
657 ნახვა